ბაკურ გულუა
ბაკურ გულუა | |
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი, 1995 – 25 მაისი, 2000 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, გიორგი არსენიშვილი |
მემკვიდრე | დავით კირვალიძე |
დაბადებული | 9 ოქტომბერი, 1946 ჯუმითი, ჩხოროწყუს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ბაკურ გულუა (დ. 9 ოქტომბერი, 1946, ჯუმითი, ჩხოროწყუს რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1984 წელს. 1965-1966 წლებში იყო ტექნიკური ინვერტარიზაციისა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს უფროსი; 1973 წელს ზუგდიდის კომკავშირის ქალაქკომის I მდივანი. 1975 წელს ენგურჰესის მშენებლობის პარტკომის მდივანი; 1975-1978 წლებში კომპარტიის გალის რაკომის მდივანი; 1978-1979 წლებში კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1979-1986 წლებში კომპარტიის ფოთის ქალაქკომის მდივანი; 1986-1990 წლებში სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომუნისტური პარტიისგან, კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; 1992-1993 წლებში თბილისის მერის I მოადგილე; 1994-1995 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი; 1995 წლის 5 ოქტომბრიდან 8 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 1995 წლის 8 დეკემბრიდან 2000 წლის 25 მაისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრად. არის წიგნებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.
საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზის თავმჯდომარე, 1993-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის მაჟორიტარი), საქართველოს რეფორმატორთა კავშირის წევრი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიქრები საქართველოს კონსტიტუციაზე : ესსეისტ. ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, საქართველო XXI საუკუნე, 2003. - 139 გვ.
- გუშინ, დღეს, ხვალ (ავტორი). - თბილისი, 1995. - 40 გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 100, თბ., 1998-1999.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაკურ გულუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბაკურ გულუა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო)
- ბაკურ გულუა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|