შინაარსზე გადასვლა

გურამ ხარატიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ ხარატიშვილი
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1934
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 სექტემბერი, 2009 (75 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გურამ ხარატიშვილი (დ. 14 იანვარი, 1934, გორი — გ. 8 სექტემბერი, 2009)[1]ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1956 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1951-1980 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი, 1981 წლიდან კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გურამ ხარატიშვილი — 85. conference.ens-2019.tsu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-30. ციტირების თარიღი: 29 ივნისი. 2020.