შინაარსზე გადასვლა

ავთანდილ საყვარელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავთანდილ საყვარელიძე
დაბადების თარიღი 6 აგვისტო, 1937 (1937-08-06) (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სსრკ სახალხო მეურნეობის აკადემია
ეროვნება ქართველი

ავთანდილ საყვარელიძე (დ. 6 აგვისტო, 1937) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სსრკ სახალხო მეურნეობის აკადემია. 1960-1978 წლებში იყო თბილისის ქარხანა „ელექტროავტომატის“ ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტის სწავლული მდივანი, რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების გამგე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი, საქართველოს კპ აფხაზეთის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1978-1985 წლებში იყო სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის აკადემიის მსმენელი, საქართველოს კპ თბილისის მთაწმინდის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, 1986-1992 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1992 წლიდან — ენციკლოპედია „საქართველოს“ მთავარი სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]