კონსტანტინე ბერიძე
კონსტანტინე ბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1958 |
დაბადების ადგილი | სოფ. დვაბზუ,[1] (მახარაძის რაიონი), საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 19 სექტემბერი, 2013 (55 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
კონსტანტინე ბერიძე (დ. 5 აპრილი, 1958, დვაბზუ, მახარაძის რაიონი — გ. 19 სექტემბერი, 2013) — ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1958 წლის 5 აპრილს, სოფელ დვაბზუში.[1] 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1984 წელს — მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა.
1979–1982 წლებში იყო ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, ხოლო 1985–1986 წლებში — ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, 1986-1992 წლებში ამავე საწარმოს გაერთიანების მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს გურიის მხარეში სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული იყო. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ოზურგეთის მაჟორიტარი) № 60 ოზურგეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.
1996-1997 წლებში იყო შპს „მარტინ ბ��უერ თბილისის“ მენეჯერი, 1997-1998 წლებში იგივე შპს-ის გურიის ბიუროს უფროსი, ხოლო 1998-1999 წლებში დირექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, რეგიონული პოლიტიკის, მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.
გარდაიცვალა 2013 წლის 19 სექტემბერს, 55 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამირხნაშვილი, კ., საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 92, თბ., 2015.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინე ბერიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კონსტანტინე ბერიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა) დაარქივებული 2020-07-03 საიტზე Wayback Machine.
- კონსტანტინე ბერიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეექვსე მოწვევა)
- კონსტანტინე ბერიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|