თენგიზ კუბლაშვილი
თენგიზ კუბლაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი, 1941 |
დაბადების ადგილი | ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
თენგიზ პიმენის ძე კუბლაშვილი (დ. 14 თებერვალი, 1941, ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თენგიზ პიმენის ძე კუბლაშვილი დაიბადა 1941 წლის 14 თებერვალში ხაშურში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1976-1977 იყო თსუ სოციალური კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი. კითხულობდა ლექციათა კურსს ფსიქოლოგიაში თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1977-1984), ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიის ისტორიასა და ლოგიკაში მცხეთის სასულიერო სემინარიაში (1984-1990). საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, გლდანის ავჭალის #24 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993) და თბილისის (1998-2005) სესიების მონაწილე. პოლიციის აკადემიის სამხედრო კათედრის სამხედრო ფსიქოლოგიის ლექტორი (2001-2002). მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ავტორი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი. გვ. 141-142, 2016 წელი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თენგიზ კუბლაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ კუბლაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
|