შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ჯიბუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიბუტი (მრავალმნიშვნელოვანი).
მიხეილ ჯიბუტი
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1954 (1954-04-11) (70 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

მიხეილ ჯიბუტი (დ. 11 აპრილი, 1954, შუა ამაღლება, ჩოხატაურის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და ეკონომისტი. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

მიხეილ ჯიბუტმა 1977 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ხოლო 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 2001–2002 წლებში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. 2006–2007 წლებში — გაეროს განვითარების პროგრამის პოლიტიკური მრჩეველი. 2006 დღემდე ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი. 2009 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სრული პროფესორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. არის 150-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]