დიმიტრი ქებურია
იერსახე
დიმიტრი ქებურია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ივნისი, 1947 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დიმიტრი ქებურია (დ. 10 ივნისი, 1947) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1971-1973 წლებში იყო „საქსოფლელექტრომშენის“ სოხუმის სამმართველოს ოსტატი, 1974 წლიდან იყო სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის მასწავლებელი. მერაბ კოსტავას საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის განყოფილების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).