გვაკამოლე
გვაკამოლე (ესპ. Guacamole) — ავოკადოს შიგთავსით მომზადებული სალათის ტიპის საჭმელი, რომელიც პირველად მექსიკაში მოამზადეს.[1] თანამედროვე მექსიკურ სამზარეულოში გამოყენების გარ��ა , იგი გახდა საერთაშორისო და ამერიკული სამზარეულოს ნაწილი, როგორც სუნელი და სალათების ინგრედიენტი.[2]
ეტიმოლოგია და წარმოთქმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი მომდინარეობს კლასიკური āhuacamōlli-დან [ა:ვუაკა'მო:ლ:ი], რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ”ავოკადო სოუსი”. მექსიკურ ესპანურ ენაზე ის გამოითქმის [ვუაკა'მოლი].[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ- ცენტრალურ ამერიკის ტერიტორიაზე, ავოკადო პირველად გაშენებული 10 000 წლის წინ იყო.[4] 1900-იანი წლების დასაწყისში ავოკადო ხშირად ალიგატორი მსხლის სახელწოდებით იყო ცნობილი.
გუაკამოლემ გაზარდა ავოკადოს გაყიდვები აშშ-ში, განსაკუთრებით სუპერ ბოულ სანდეისა (Super Bowl Sunday) და სინკო დე მაიოში (Cinco de Mayo). ეს არა მხოლოდ ამ კერძის პოპულარობის გაზრდითაა განპირობებული, არამედ სწორედ ამავე პერიოდში (1900- იანი წლების დასაწყისში) გაუქმდა ამერიკაში ავოკადოს იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა. დროთა განმავლობაში გაიზარდა მექსიკელი მოსახლეობაც.[5]
ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვაკამოლე ტრადიციულად მზადდება მწიფე ავოკადოსა და ზღვის მარილის molcajete y tejolote-ის შერევით. ზოგიერთი რეცეპტი ხშირად მოიცავს ლაიმის წვენს, სილანტროს და ჰალაპენიოს. ზოგიერთ არატრადიციულ რეცეპტში შეიძლება დაგვჭირდეს არაჟანი, პომიდორი, რეჰანი ან ბარდა. [6]
ავოკადოს უჯრედებში პოლიფენოლ ოქსიდაზას არსებობის გამო, მასზე ჟანგბადის მოხვედრის შემდეგ მისი ზედაპირი ფერს იცვლის და ყავისფერი ხდება. ეს შედეგი ზოგადად არაეფექტურად არის მიჩნეული და არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც გამოიყენება ამ ეფექტის საწინააღმდეგოდ, მაგალითად, გუაკამოლის შენახვა თავდალუქულ ჭურჭელში, მასზე ჰაერის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
საკვები ღირებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვინაიდან გუაკამოლის მთავარი ინგრედიენტია ნედლი ავოკადო, კერძის საკვები ღირებულება წარმოიშობა ავოკადოს ვიტამინებიდან, მინერალებიდან და ცხიმებისგან. ის შეიცავს B ვიტამინის, K ვიტამინის, E ვიტამინისა და კალიუმის მნიშვნელოვან შემცველობას.
მსგავსი კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანტექია დე პობრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანტექია დე პობრე (ესპანურად "ღარიბი კაცის კარაქი") არის ავოკადოს, პომიდვრის, ზეთისა და ციტრუსის წვენის ნარევი. მიუხედავად მისი სახელისა, იგი წინ უსწრებდა რძის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჩამოსვლას ამერიკაში და, შესაბამისად, იგი კარაქისგან არ შედგებოდა.
გუასაკაკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უფრო თხელი და მჟავე, ან სქელი და წვნიანი, გუასაკაკა ვენესუელური სტილის ავოკადოს სოუსია. ეს კერძი მეტად ცხარე სოუსს შეიცავს და გვაკამოლეს მსგავსად ცხელ მდგომარეობაში არ მიირთმევენ. ლათინურ ესპანურში წარმოითქმის, როგორც ,,ვასაკაკა''.
კომერციული პროდუქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მზა გუაკამოლები ხელმისაწვდომია მაღაზიებში, ხშირად განთავსებულია მაცივრებში გაყინულ ან მაღალი წნევის შეფუთვაში, რაც კერძს შენახვის ვადას უხანგრძლივებს. მისი შენახვის ჩვეულებრივი ტემპერატურა 1-დან 4 ° C- მდეა (34-დან 40 ° F).
დღესასწაული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვაკამოლეს ეროვნული დღე, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა და ყოველწლიურად 16 სექტემბერს აღინიშნება.
კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 6 აპრილს, Junta Local de Sanidad Vegetal de Tancítaro- ში, მექსიკაში, შექმნეს უდიდესი ზომის გვაკამოლი, რითაც ისინი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. მათ ის შექმნეს, ტანკიტაროს მე -7 ყოველწლიური ავოკადო ფესტივალის ფარგლებში, ტანკიტაროში, მიჩოაკანში, მექსიკაში. ულუფის წონა იყო 3,788 კგ (8,351 ფუნტი) და მის მომზადებაში 350-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Zeldes, Leah A. (November 4, 2009). "Eat this! Guacamole, a singing sauce, on its day" დაარქივებული 2010-01-22 საიტზე Wayback Machine. . Dining Chicago. Chicago's Restaurant & Entertainment Guide, Inc. Retrieved November 5, 2009.
- ↑ Beard, James; Bittman, Mark (September 4, 2007). Beard on Food: The Best Recipes and Kitchen Wisdom from the Dean of American Cooking. Bloomsbury Publishing USA. pp. 86–87. ISBN 978-1-59691-446-9. Retrieved March 14, 2012.
- ↑ Claudia R. Guerra, ed. (2018). 300 Years of San Antonio and Bexar County. San Antonio, TX: Trinity University Press. p. 55. ISBN 9781595348500.
- ↑ "What's in a name?". University of California. Retrieved March 27, 2016.
- ↑ Khazan, Olga (2015-01-31). "The Selling of the Avocado". The Atlantic. Retrieved September 28, 2016.
- ↑ Dreher ML; Davenport AJ (2013)."Hass avocado composition and potential health effects" . Crit Rev Food Sci Nutr. 53 (7): 738–50. doi:10.1080/10408398.2011.556759. PMC 3664913. PMID 23638933