მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ ჩახვაძე (დ. 2 იანვარი, 1962, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამგზის (1992, 1995, 2008) წევრი
1977–1979 წლებში მუშაობდა თბომეურნეობის სამმართველოში მემანქანედ. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით. 1985 წლიდან მუშაობდა თბილისის ქარხანა „ელექტროშედუღებაში“. 1987–1991 წლებში მუშაობდა სატყეო მრეწველობის ინსტიტუტი „მერქანში“. 1991–1992 წლებში იყო კომპანია „ორიონის“ უფროსი ეკონომისტი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „პოლიტიკური ორგანიზაცია — ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. 1995-1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ პოლიტიკური ორგანიზაცია — ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „პოლიტიკური ორგანიზაცია — ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. 2000–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. 2001–2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. 2005–2007 წლებში მუშაობდა შპს „მედი ქლაბ ჯეორჯიაში“.