მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერ სულეიმანოვი (დ. 27 ივლისი, 1967, მარნეული) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის (1999, 2008, 2012, 2016) წევრი.
დაამთავრა აზერბაიჯანის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი. 1984-1991 წლებში მუშაობდა ცეკავშირის მარნეულის განყოფილების გასტრონომში გამყიდველად. 1992-1994 წლებში იყო სხვადასხვა მაღაზიების გამგე. 1995-1997 წლებში მუშაობდა „მარნეულის სამომხმარებლო საზოგადოებაში“ ეკონომისტად. 1997 წელს მუშაობდა დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჯერ ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უფროსად. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში იყო ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე. 2008-2012 წლებში — საქართველოს მ���-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ №13 საარჩევნო ოლქის (მარნეულის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი) მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1] მან ხმების 38,89% (23502) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2] 2021 წლის 3 აგვისტოს განაცხადა პარტიის დატოვების შესახებ.[3]