ალექსანდრე ბერიძე (პოლიტიკოსი)
ალექსანდრე ბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 დეკემბერი, 1917 |
გარდაცვალების თარიღი | 23 თებერვალი, 1996 (78 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ალექსანდრე ბერიძე (დ. 17 დეკემბერი, 1917, სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი — გ. 23 თებერვალი, 1996) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი.
1937 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წელს — ქალაქ ტვერის წითელი არმიის უმაღლესი სამხედრო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1950 წელს — მოსკოვის სამხედრო–პოლიტიკური აკადემია. სამხედრო–პოლიტიკური აკადემიის ადიუნქტურა 1955 წელს.
1940 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში. 1945 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო დაწესებულებებში. 1991 წელს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა პირველი ეროვნული სამხედრო კათედრა. სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992). მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე. . 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სოციალისტური პარტია“, ვეტერანთა კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1984), გენერალ–მაიორი (1993).
რესურსები ინტერნეტში
- ალექსანდრე ბერიძე (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ბერიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი