ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

იმპერია დამარცხდა. მისი გვამი ძირს ეგდო, სულს ღაფავდა. ყველა მიზნის და ამოცანის შესასრულებლად აჯანყებულებმა გაიმარჯვეს. მაგრამ არ არის აუცილებელი, ჩემმა ხალხმა ეს იცოდეს. არ უნდა იცოდეს. სიცრუე სიცრუედ ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ამოიცნობენ.
― უბრიკ ადელჰარდი[1]

უბრიკ ადელჰარდი იყო მამაკაცი, გალაქტიკური იმპერიის გრანდ-მოფი, გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს ანოატის სექტორიგუბერნატორი. შეიტყო რა იმპერატორ შივ პალპატინის ენდორის ბრძოლისას დაღუპვაზე, მან თვითნებურად მოქმედება დაიწყო, სექტორი დაკეტა, წამოიწყო რკინის ბლოკადა და მოსახლეობას სიმართლეს უმალავდა. მეთაურ ბრეგის და მისი მონადირე სამხედროების დახმარებით მან დაიწყო მათი ლიკვიდაცია, ვინც ეწინააღმდეგებოდა სტატუს-კვოს, ავრცელებდა ე.წ. „იმპერიის საწინააღმდეგო ხმებს“ ან მის წინააღმდეგ ამბოხს ბედავდა.

ბიოგრაფია[]

ადრეული წლები[]

ღარიბ ოჯახში დავიბადე, უსიცოცხლო პლანეტა რიპურნიზე, ანოატის სექტორის ზღვართან. გადასარჩენად ძვლებისმტრევი სამუშაოების შესრულება მიწევდა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც რაღაცას ვეძებდი. წესრიგს. სტრუქტურას. ძალაუფლებას.
― უბრიკ ადელჰარდი ბავშვობას იხსენებს[1]

მამაკაცი,[2] უბრიკი[5] დაიბადა ანოატის სექტორიპლანეტა რიპურნიზე. მისი ოჯახი ღარიბად ცხოვრობდა და უბრიკი იძულებული იყო, იმპერიული ოკუპაციის პირობებში მძიმე სამუშაოები შეესრულებინა. ერთხელ სხვა პირმა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, გამოთქვა უკმაყოფილება TK შტორმტრუპერთა პატრულით, რის გამოც სამხედროებმა იგი ადგილზე დახვრიტეს. მართალია, სხვა მუშაკები შეშინდნენ, ადელჰარდმა იგრძნო, თუ სად იყო მისი მომავალი, ვინაიდან ყველაზე მეტად ძალაუფლების მღება სურდა.[1]

იმპერიის რიგებში[]

ყველაფერი ავითვისე. ძალაუფლების მცოდნე მეთაურებისგან. და ის, თუ როგორ მემართა. თრონისგან. ტარკინისგან. ვეიდერისგან. იმპერიაზე ყველაფერი შევიტყვე. ვისწავლე წესრიგის ქაოსზე მაღლა დაყენება. დისციპლინის — ემოციაზე.
― ადელჰარდი იხსენებს იმპერიულ კარიერას[1]
StormingAbartolom-InsurgencyRising-1

ადელჰარდი იყო ერთ-ერთი მრავალი TK შტორმტრუპერიდან.

მალე ადელჰარდი შეუერთდა შტორმტრუპერთა კორპუსის რიგებს და, როგორც TK შტორმტრუპერი, იბრძოდა მის შეიარაღებულ ძალებში. პირველად ვინმე მოკლა აბარტოლომზე თავდასხმისას — ეს იყო ლასატი, რომელიც სხვა სამხედროს თავს დაესხა.[1] სწამდა რა, რომ ძლიერი იმპერია გალაქტიკას დაიცავდა ქაოსისგან, მალევე დაწინაურდა.[3] იავინის ბრძოლამდე ერთი წლით ადრე იმპერიული შეიარაღებული ძალების უმცროსი მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა[2]. მისი ძალისხმევით ჩაახშეს მორაისის აჯანყება.[1]

Ubrik Adelhard republic under siege 1

კაპიტანი უბრიკ ადელჰარდი ხედავს, თუ როგორ გუდავს დართ ვეიდერი სხვა ოფიცერს ძალით

2 იბ-სთვის[6] იგი იმპერიული ფლოტის რიგებში კომოდორი იყო, ფლაგმანქიმერაზე“ მეშვიდე ფლოტის ოფიცრად მსახურობდა და მონაწილეობდა ატოლონის ბრძოლაში.[1] ერთხელ ადელჰარდი — წარჩინების ნიშნების დაფით, რომელზეც დამაგრებული იყო ოთხი ლურჯი ფილა — იდგა სხვა იმპერიელ ოფიცრებთან ერთად, რომელთა თანდასწრებით იმპერატორის მუშტმა, დართ ვეიდერმა, ძალის მეშვეობით კაპიტანს გუდავდა და ოფიცერი უბრიკის წინაშე მუხლებზე დამხობილი დატოვა.[7] უფრო მოგვიანებით, როდესაც ადელჰარდი ადმირალი გახდა, მისი ფლოტი მიავლინეს ანოატის სექტორის ცენტრში, დისიდენტების ბაზაზე, ანოატზე. ნაცვლად იქ შეჭრისა და საკუთარ რიგებში მრავალი მსხვერპლისა, მან ბრძანა პლანეტის აირით წამვლა და ქალაქით დაფარული პლანეტა აქცია ტოქსიკურ ნარჩენებად. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ეს იყო სამრეწველო უბედურების შედეგად მომხდარი კატასტროფა, თუმცა, ზოგიერთმა იცოდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.[2]

ამ ოპერაციის შედეგად, ენდორის ბრძოლამდე იგი დააწინაურეს. „ჯალათზე“ თავად დართ ვეიდერმა მიულოცა ახალი თანამდებობა და პირადად დანიშნა[1] ანოტის სექტორის მოფ გუბერნატორად.[8] მან აგრეთვე იქორწინა ქალთან, რომელიც საბოლოოდ მოკლა კუჰანმა, ლიკვიდატორთა საიდუმლო ორდენმა.[2] საბოლოოდ, ადერჰარდი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ მცირეთაგან, რომლებიც შტორმტრუპერობის შემდეგ გენერლები. გახდნენ[3], საბოლოო კი გრანდ-მოფიც გახდა.[1] დაწინაურებიდან გარკვეული დროის შემდგე ადელჰარდი იმყოფებოდა იმპერიული სატახტო დარბაზში, სადაც მისი თანდასწრებით იმპერატორმა შივ პალპატინმა ადმინისტრატორი სლაი მური ელექტროშოკით დასაჯა წარსულის შეცდომების გამო — უმბარანზე მან ძალის ელვა გამოიყენა.[7]

იმპერიის შემდგომი ბატონობა[]

რკინის ბლოკადის დაწყება[]

სერ, მერყევ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ინფორმაცია გვჭირდება. ჩვენი ინფორმატორი გვატყობინებს, რომ ვეიდერი და იმპერატორი დ—
წინადადება არ დაასრულოთ, ლეიტენანტო. თუკი სიცოცხლე თქვენთვის რამეს ნიშნავს.
― კით ალაიტია და ადელჰარდი[1]
Adelhard speech

გუბერნატორი ადელჰარდი და მისი მთავარი ზემდეგი, მეთაური ბრეგი, ენდორის ბრძოლის შემდეგ

ენდორის ბრძოლის (რომელშიც იმპერია რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ძალებთან დამარცხდა, დაკარგა მობილური საბრძოლო სადგური სიკვდილის ვარსკვლავი სვ-2 და იმპერატორი შივ პალპატინი)[9], გალაქტიკაში ვრცელდებოდა ცნობები ამ დიდი დამარცხების შესახებ. იმპერიამ არ დაიშურა ძალა, რათა ��აევრცელებინა პროპაგანდა, თითქოს ეს აჯანყებულთა ალიანსის სიცრუე იყო. როდესაც ადელჰარდმა იმპერატორის ბედზე შეიტყო, მან ანოატის სექტორი რკინის ბლოკადით დაკეტა[2] და გამოაცხადა, რომ ნებისმიერს, ვინც ამ სექტორში იმპერიის სტატუს-კვოში ეჭვს შეიტანდა, სიკვდილი ელოდა.[1]

მიუხედავად ლეიტენანტ კით ალაიტიას წუხილისა, ადელჰარდი თავს დაესხა სექტორში მყოფ აჯანყებულთა ხომალდებს, მწყობრიდან გამოიყვანა ისინი, შემდგომ კი ყველა მოკლა, გარდა პილოტ რინ ზენატისა, რომელიც ძლივს გაიქცა.[1] ადელჰარდის ძალები პილოტებს პლანეტა დარლინ-ბოდამდე დაედევნენ, სადაც ადელჰარდმა ისინი საბოლოოდ გამოიჭირა, განკიცხა ახალი რესპუბლიკისადმი ერთგულების გამო და ეირო წინააღმდეგობის გაწევის გამო მოკლა. დანარჩენები დააპატიმრეს და ალაიტიასთან, დასაკითხად წაიყვანეს.[10]

ადელჰარდის პროპაგანდის შესახებ ცნობებმა სამაშველო კაფსულით გადარჩენილი ზენატის მეშვეობით მიაღწია აჯანყებულებამდე, რომლებიც ენდორზე იმყოფებოდნენ.[1] გენერალი ლენდონის კალრისიანი განიცდიდა, რომ ახალ რესპუბლიკას სირთულეები ელოდა ანოატის სექტორსი ტიბანას მოპოვების ადელჰარდის ხელთ მოხვედრის გამო. მისი თქმით, თუკი იმპერია კვლავ აკონტროლებდა საწვავს, ის გალაქტიკასაც აკონტროლებდა..[11]

დახმარების ძიება[]

Adelhard-Consolidation

ადელჰარდი შემდგომ სტრატეგიაზე ფიქრობს.

მონადირე სამხედროს, მეთაურ ბრეგის თანაშემწეობით ადელჰარდი ცდილობდა, დაეხშო იმპერატორის დაღუპვის შესახებ ნებისმიერი ამბის გავრცელების მცდელობა. მან დაიწყო თანამოაზრეთა ძიება, რომლებიც ანოატის სექტორის შენარჩუნებაში დაეხმარებოდნენ. მათ შორის იყო მისტიკური ანზატი, რეინა ოსკური, რომელმაც ადელჰარდის შეთავაზება გადასცა მიღმიერის აკოლიტებს, რომლებსაც იმ დროს მართავდა იმპერატორის მრჩეველი იუპ ტაშუ. უკანასკნელმა ოსკური დაარწმუნა, დათანხმებულიყო ადელჰარდის შეთავაზებაზე და ძალის ბნელი მხარით მისთვის დახმარება გაეწია[1]. ოსკური მისი მრჩეველი გახდა[12], ისევე, როგორც ძალისადმი მგრძნობიარე აღმასრულებელი[13]. ადელჰარდის მოკავშირეები აგრეთვე გახდნენ კიჯიმის სუნელის კონტრაბანდისტები, მის ფლოტთან დაკავშირებული დაქირავებული ახალი მეომრები.[12]

პირველი შეტაკებები ახალ რესპუბლიკასთან[]

დარლინ-ბოდაზე ახალი რესპუბლიკის პილოტების დაპატიმრების შემდეგ ახალმა რესპუბლიკამ ელიტური აგენტები ანოატის სექტორში გააგზავნა „ბარლოზის“ კლასის საფრახტო გემით. იქ მათ დახვდნენ სუნელის კონტრაბანდისტები. მათთან ბრძოლას მოჰყავდა აგენტების მიერ ხომალდის გამიზნული აფეთქება. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაბანდისტების ხომალდი მძიმედ დაზიანდა, აგენტები ადელჰარდის ძალებმა დაიჭირეს და მის ფლაგმან ვარსკვლავურ ნაღმოსან „სკიპტრა (კოსმოსური ხომალდი)„სკიპტრაზე“ გადაიყვანეს. ალაიტიამ, ახალი რესპუბლიკის ჯაშუშმა, ისინი მოგვიანებით საკნიდან გაათავისუფლა, მაგრამ ბრეგმა და ოსკურმა ისინი მალევე იპოვეს.[12] ახალი რესპუბლიკის აგენტები გაათავისუფლა ლუკ სკაიუოკერმა, რომელმაც ბრეგთან და ოსკურთან შეტაკების შემდეგ გადაინაცვლა ადელჰარდთან, სანამ აგენტები საევაკუაციო ხომალდით გაიქცნენ. სკაიუოკერი სააპარატოში შეხვდა ადელჰარდს, რომელსაც თან ახლდა შტორმტრუპერების ოცეული. შეტაკების დროს ადელჰარდი გადავარდა პლატფორმიდან, თუმცა სკაიუოკერი ფიქრობდა, რომ ამით ყველაფერი არ დამთავრდებოდა. მოგვიანებით უბრიკი ნამდვილად ამოძვრა ნანგრევებიდან და თქვა, რომ შურს იძიებდა. დაასკვნა რა, რომ ძალის შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასა, მან გადაწყვიტა, ბნელ ძალებს შეხებოდა.[13]

ადელჰარდის დაცემა[]

რკინის ბლოკადას მოჰყვა ამბოხი იმპერიის წინააღმდეგ, რომელშიც მას დაუპირისპირდნენ წინააღმდეგობის მებრძოლები, ჯილდოზე მონადირეები, კონტრაბანდისტები და სხვები. ამ ამბოხის დასაშობად იმპერიამ გამოიყენა მონადირე სამხედროები მეთაურ ბრეგის წინამძღოლობით[14], რომელიც ადელჰარდს ემორჩილებოდა.[2] ადელჰარდი ტიბანას მომპოვებელ სამთამადნო ღრუბლების ქალაქ ბესპინში არსებულ მთავარ კოშკში ფლობდა კამერას. ენდორის ბრძოლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლობოტმა მეკობრე კარს ტელ-კორლას და მის მოკავშირეებს დაავალა იმპერიელთა თანამზრახველის, ბორგინ კაას დაჭერა, რათა ადელჰარდის კამერაში შესაღწევი პირადი კოდი დაედგინა. ლიუკის გაღების შემდეგ ლობოტი სხვებთან ერთად აპირებდა გუბერნატორის დაჭერას.[15] მართალია, ადელჰარდმა გაქცევა შეძლო, პლანეტა ამბოხის ძალებმა გაათავისუფლეს.[2]

მართალია, გალიუს რაქსი თავდაპირველად ითმენდა ადელჰარდს, ვინაიდან იგი ახალი რესპუბლიკის ყურადღებას გაუთვალისწინებლობისგან ფანტავდა, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო მისი განადგურება.[16] გრანდ-მოფი რანდი დაუკავშირდა რაქსის ჯაშუშს, რომელიც იმყოფებოდა „სკიპტრაზე“ (რეინა ოსკურს) და გადასცა რაქსის ბრძანება.[17] ალაიტიას და კრენორის, სუნელის კონტრაბანდისტების ტრანდოშანი ჯილდოზე მონადირის თანხლებით ოსკურმა ადელჰარდის წინააღმდეგ ამბოხი წამოიწყო. ადელჰარდი, ბრეგი და ადელჰარდის ერთგული შტორმტრუპერები ჩასვეს მოშლილ საევაკუაციო კაფსულში და კოსმოსში გაუშვეს. კაფსულის პლანეტა გელოუისზე ავარიული დაშვებისას ადელჰარდმა გაიაზრა, რომ იმპერია, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ნამდვილად დასრულდა და რომ რაღაც უფრო მძლავრი და საზარელი უნდა გამოჩენილიყო.[18]

ამბოხის შემდეგ რესპუბლიკის მეთაურობის დიდი დარწმუნებული იყო, რომ ადელჰარდი დაიღუპა. თუმცა, სკაიუოკერმა ძალის მეშვეობით იგრძნო, რომ იგი კვლავ ცოცხლობდა და კვლავ საფრთხეს ქმნიდა. იგივე აზრის იყვნენ როგორც კალრისიანი, ასევე ბაილერტ ველენსი. უკანასკნელის მიერ გადმოცემული მაქოს მეშვეობით ჯედაი და რინ ზენატი გელოუისზე ადელჰარდის საძებნელად დაეშვნენ. უბრიკმა და მისმა სამხედროებმა ის და ზენატი შეამჩნიეს, მაგრამ პლანეტა სწრაფად დატოვეს, ხოლო ადელჰარდმა ჯედაიზე შურისძიება განიზრახა.[4]

ჯაკუს ბრძოლის დროისთვის ადელჰარდის ძალები ლენდო კალრისიანის ძალისხმევით შესუსტდა. ლენდოს და ლობოტის მეთაურობით ბესპინის ფრთის გუშაგები და ახალი რესპუბლიკის არმიისკაცები ღრუბლების ქალაქში დარჩენილ იმპერიელებს საბოლოოდ აძევებდნენ. კალრისიანმა რამდენიმე ათეული იმპერიული ბოლო ტანგას ოთახიდან გამოსვლაზე დაითანხმა, დაარწმუნა რა, რომ პალპატინის შესახებ ადელჰარდის მიერ გავრცელებული ცნობები სიცრუეს წარმოადგენდა.[19]

პიროვნება და მახასიათებლები[]

ამ ახალი რესპუბლიკის თავხედობა მაოცებს.
― ადელჰარდი ახალი რესპუბლიკის შესახებ[10]
Uprising-Loading-Screen-Empire

უბრიკ ადელჰარდი იმპერიულ ძალებს „სკიპტრას“ ბოგიდან აკვირდება.

ადელჰარდი იყო მამაკაცი, ჰქონდა შავი ფერის თმა, დიდი წვერი და ღია ფერის კანი.[2] გამოირჩეოდა გალაქტიკური იმპერიის მტკიცე მხარდაჭერით და შეეძლო მისდამი დაქვემდებარებული სექტორის[14] მთლიანად დაკეტვა, რათა დაესაჯა ყველა, ვინც ენდორის ბრძოლის შესახებ სიმართლეს ავრცელებდა.[2] ამასთან, იგი თავმდაბალი იყო და გაურბოდა ფუფუნებას და პომპეზურობას.[3]

კადრს მიღმა[]

ადელჰარდი პირველად გამოჩნდა მობილურ თამაშში Star Wars: Uprising,[2] რომელიც Kabam-მა 2015 წლის 10 სექტემბერს გამოსცა.[14] მისი სახელი პირველად ცნობილი გახდა პაბლო იდალგოს მიერ შედგენილი 2018 წლის ენციკლოპედიიდან ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები.[5]

გუბერნატორის დიზაინის ავტორია ბრაიან მატიასი. ერთ-ერთ თავდაპირველ დიზაინში ადელჰარდი ატარებდა დართ ვეიდერის მსგავს გრძელ მოსასხამს და სამკერდე დაფას, თუმცა შემდგომში ამ ვარიანტის გამოყენებაზე უარი თქვეს.[20]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 ჯაკუს ბრძოლა: დაუმორჩილებლობის დასაწყისი 1
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 Star Wars: Uprising
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Locations, წყარო: Star Wars: Uprising (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი June 24, 2016)
  4. 4.0 4.1 ჯაკუს ბრძოლა: უკანასკნელი მიჯნა 1
  5. 5.0 5.1 ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები
  6. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  7. 7.0 7.1 გაერთიანება — ჯაკუს ბრძოლა: რესპუბლიკა ალყაში 1
  8. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური იმპერიის აღზევება და დაცემა
  9. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  10. 10.0 10.1 ჯაკუს ბრძოლა: დაუმორჩილებლობის დასაწყისი 2
  11. პრინცესა და არამზადა
  12. 12.0 12.1 12.2 ჯაკუს ბრძოლა: დაუმორჩილებლობის დასაწყისი 3
  13. 13.0 13.1 ჯაკუს ბრძოლა: დაუმორჩილებლობის დასაწყისი 4
  14. 14.0 14.1 14.2 Star Wars: Uprising, წყარო: Play Star Wars: Uprising (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი January 22, 2018)
  15. შედეგები
  16. ჯაკუს ბრძოლა: რესპუბლიკა ალყაში 2
  17. ჯაკუს ბრძოლა: რესპუბლიკა ალყაში 3
  18. ჯაკუს ბრძოლა: რესპუბლიკა ალყაში 4
  19. შედეგები: იმპერიის აღსასრული
  20. Star Wars: Uprising: მხატვრობა
Advertisement