- „ამრიგად ჩვენ, აჯანყებულთა ალიანსი, გალაქტიკის თავისუფალ არსებათა სახელით, საზეიმოდ ვაქვეყნებთ და ვაცხადებთ ჩვენი გეგმების შესახებ:
- ვებრძოლოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ თქვენ და თქვენს ძალებს, ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით.
- უარვყოთ ნებისმიერი იმპერიული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება თავისუფალ არსებათა უფლებებს.
- უზრუნველვყოთ თქვენი განადგურება და გალაქტიკური იმპერიის დამხობა.
- სამუდამოდ გავათავისუფლოთ გალაქტიკის ყველა არსება.
- ამ მიზნის მისაღწევად, მზად ვართ, შევწიროთ საკუთრება, ღირსება და სიცოცხლე.“
- ―აჯანყების გამოცხადება
რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი, აგრეთვე ცნობილი როგორც აჯანყებულთა ალიანსი, ალიანსი ან აჯანყება, იყო წინააღმდეგობრივი მოძრაობა, ჩამოყალიბებული ბეილ პრესტორ ორგანას და მონ მოთმას მიერ. იგი დაუპირისპირდა გალაქტიკურ იმპერიას. ალიანსის ჩამოყალიბებამდე არსებობდა ნაკლებად ორგანიზებული მოძრაობა, რომელსაც ორგანა ფარულად ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფში შედიოდნენ სხვა პატარა ჯგუფებიდან მოსული წევრები - მაგალითად, ხომალდ „აჩრდილიდან“ და ჯგუფ „ფენიქსიდან“. ატრივისის წინააღმდეგობის ჯგუფი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მათ შეუერთდა სანამ მოთმას სახელწოდებად „ალიანსს“ აირჩევდა და რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი ფორმალურ სახეს შეიძე���და. მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიიღეს აჯანყებულთა ალიანსის და აჯანყების გამოცხადებით.
ალიანსის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი იყო ძველი რესპუბლიკის აღდგენა. იმპერიულ სენატში მათ წარმოადგენდნენ მონ მოთმა, ბეილ ორგანა და მოგვიანებით — ლეია ორგანა. მათ გარდა ალიანსში შედიოდნენ იმპერიის მოქალაქენი და მისგან განდგომილნი — ჯენ დოდონა, რაიდერ აზადი და უეჯ ანტილესი. ჩამოყალიბებულნი და გაერთიანებულნი ორგანას და ასოკა ტანოს ძალისხმევით, ეს პირველი აჯანყებულნი მოქმედებდნენ გადარჩენილი ჯედაების დახმარებით, რომელთა შორის აღსანიშნავია კენან ჯარუსი და მისი პადავანი, ეზრა ბრიჯერი. კლონების ომების ვეტერანები, მაგალითად კაპიტანი რექსი, ასევე ეხმარებოდნენ მოძრაობას ადრეულ ეტაპზე.
მართალია, თავდაპირველად ფარტომასშტაბიანი საომარი ქმედებები დაგეგმილი არ ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში ალიანსის ძალებმა დაიწყეს ომი მთავრობის წინააღმდეგ და, სანაცვლოდ ერთი ბაზის კონტროლისა, გალაქტიკის სხვადასხვა კუთხეში მცირე ბაზები ააშენეს.
როდესაც ალიანსმა წარმატებით მოიპარა იმპერიის საზარელი იარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები, შემდგომ კი იავინის ბრძოლაში იგი ლუკ სკაიუოკერის დახმარებით გაანადგურა, აჯანყებულებს მრავალი წარმატება ჰქონდათ და იმპერიისთვის თავის სატკივრად იქცნენ. ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას გალაქტიკური სამოქალაქო ომის ფარგლებში. თუმცა, დართ ვეიდერის მეთაურობით, იმპერიულმა ძალებმა მოიპოვეს წარმატება, დაამარცხეს რა ალიანსი ჰოთზე, რის გამოც ალიანსის ძალები მიმოიბნია მთელ გალაქტიკაში.
საბოლოოდ, ალიანსმა იმპერიაზე უპირატესობა მოიპოვა და დააზიანა მისი რესურსები, როდესაც მეორე სიკვდილის ვარსკვლავი გაანადგურა — ეს მოხდა ენდორის ბრძოლისას. გარდა ამისა, იმპერიული ფლოტი შესუსტდა ერთ-ერთი ვარსკვლავური ზეგამანადგურებლის დაკარგვით. ლუკ სკაიუოკერმა პარალელურად გაიმარჯვა დართ ვეიდერზე, რომელიც ძალის ნათელ მხარეს კვლავ მოაქცია. უკანასკნელმა, სანამ შვილის ხელთ აღესრულებოდა, მოასწრო იმპერატორ შივ პალპატინის განადგურება. ალიანსი მოგვიანებით რეორგანიზების შედეგად იქცა ახალ რესპუბლიკად, რომელმაც იმპერია ჯაკუს ბრძოლაში დაამარცხა და აიძულა გალაქტიკური შეთანხმების გაფორმება, რითაც ომი დასრულდა.
იავინის ბრძოლის დროისთვის აჯანყებულთა ალიანსმა თავის სიმბოლოდ აირჩია წითელი ვარსკვლავფრინველი.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — საიდუმლო ტვირთი
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომების პროპაგანდა: გალაქტიკის დამაჯერებელი ხელოვნების ისტორია
- ↑ ეპილოგი — აღმავალი იმპერია 1
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 4
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულთა დოკუმენტები
- ↑ 8.0 8.1 დაკარგული ვარსკვლავები
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 44
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
- ↑ 11.0 11.1 აჯანყებულთა ალიანსი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ეპიზოდის ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — საიდუმლო ტვირთი მოვლენები მიმდინარეობს ფილმის ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: შებიჯება წყვდიადში მოვლენების შემდეგ, იავინის ბრძოლამდე 2 წელს და არის პირველი მანდალორის გმირებამდე. უკანასკნელის მოვლენები, თავის მხრივ, ვითარდება იავინის ბრძოლამდე 1 წელს. ამრიგად, შეიძლება გამოვითვალოთ, რომ ამ ეპიზოდის მოქმედება მიმდინარეობს იავინის ბრძოლამდე 2 წელს.
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ შედეგები