გრანდ-მოფი იყო პოლიტიკური რანგი გალაქტიკური იმპერიის იერარქიაში[5]. გრანდ-მოფები იყვნენ ზესექტორების გუბერნატორები[6] ზესექტორები და გრანდ-მოფის რანგი შეიქმნა გუბერნატორ უილჰაფ ტარკინის ინიციატივით, იმპერატორ შივ პალპატინის მმართველობის მეხუთე წელს. პირველი გრანდ-მოფი თავად ტარკინი გახდა[2]. რანგის აღსანიშნად გრანდ-მოფი ატარებდა წარჩინების ნიშნების დაფას, რომელზეც წარმოდგენილი იყო თორმეტი ფერადი ზოლი: ექვსი ლურჯი სამი წითელი და სამი ყვითელი ზოლის თავზე.[1]
გრანდ-მოფის წოდების მქონე სხვა იმპერიულ ოფიცრებს შორის იყვნენ რანდი,[4] ლოზენ ტოლრაკი,[3] და ვალკო პანდიონი. რანდი იყო გარე რგოლის ტერიტორიების ექსტერიორის გრანდ-მოფი, ხოლო ტოლრუკი კაშიიიკზე მსახურობდა.[3] პანდიონი თვითგამოცხადებული მოფი იყო, რომელმაც ეს წოდება მიითვისა პალპატინის განადგურების შემდეგ.
გრანდ-მოფებს მინიჭებული ჰქონდა თავისუფლება, ჩაეტარებინათ ოპერაციები განდგომილი რეგიონების წინააღმდეგ. ეს ნიშნავდა, რომ ისინი იყენებდნენ იმპერიულ შეიარაღებულ ძალებს.[6]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — კაიბერ-მახვილის დაბრუნება (მხოლოდ ხსენება)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — მისია მოს-აიზლიში (მოგონებებიდან)