- „დღეს მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ ჯონი და დეივი Disney+-ისთვის ერთდროულად ამზადებენ ორ დამატებით სერიალს: ერთ-ერთია ახალი რესპუბლიკის მეთვალყურეები, ხოლო მეორეში მონაწილეობს ფანების საყვარელი ასოკა ტანო. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული შოუები, რომელთა მოქმედება ვითარდება მანდალორელის დროს, მომავალ ისტორიებთან ერთად, ააღელვებს ახალ მაყურებელს, მიიზიდავს ჩვენს ყველაზე ვნებიან ფანებს და დასრულდება კულმინაციური სიუჟეტური მოვლენებით.“
- ―პრეზიდენტი კეთლინ კენედი საუბრობს ასოკაზე Disney Investor Day 2020-ის ფარგლებში
ასოკა, იგივე ვარსკვლავური ომები: ასოკა,[10], არის ეპიზოდების შეზღუდული რაოდენობისგან შემდგარი ტელესერიალი, რომლის ჩვენება Disney+-ზე[1] დაიწყო 2023 წლის 22 აგვისტოს[4]. სერიალის მომზადების შესახებ ცნობილი გახდა 2020 წლის 10 დეკემბერს. მასში მთავარ როლს ასრულებს როზარიო დოუსონი. ეპიზოდების სცენარისტი არის დეივ ფილონი, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერები — ფილონი და ჯონ ფავრო.[11]
ოფიციალური აღწერა[]
იმპერიის დაცემის შემდგომ განვითარებულ ასოკაში ყოფილი რაინდი ჯედაი ასოკა ტანო იძიებს გალაქტიკისთვის მიმდინარე მზარდ საფრთხეს.[12]
სეზონები[]
სეზონი | ეპიზოდი | პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში |
---|---|---|---|
პირველი | 8[2] | 22 აგვისტო, 2023[4] | 3 ოქტომბერი, 2023[4] |
მეორე[3] |
შემუშავება[]
- „ასოკა ხანგრძლივი ამბავია. ჩემს ფიქრებში იგი ნამდვილად მიზნისკენ მიემართება და არ იქნება უბრალოდ მცირე თავგადასავლები. მსურს, რომ ეს აკეთოს პერსონაჟემა და ვფიქრობ, ფანებსაც ეს სურთ. მასთან ძლიერი კავშირი აქვთ. მხოლოდ ახლახანს მივხვდი, რომ კლონების ომების მაყურებელი ბავშვები ახლა ბევრად უფროსები არიან, ახარებთ ყველაფერი, რაც იმ დროს უნახავთ, როდესაც იზრდებოდნენ, როგორც უნდა ხდებოდეს.“
- ―დეივ ფილონი
ასოკა ტანოსადმი მიძღვნილი სერიალის შესახებ ხმები პირველად გავრცელდა 2020 წლის მარტში[13], Disney-ს აღმასრულებელი დირექტორ ბობ აიგერის მიერ მინიშნებაზე, რომ მანდალორელის პერსონაჟებს მიეძღვნებოდა ცალკეული ტელესერიალები.[14] მას შემდეგ, რაც ტანო მხატვრული კინოს ფორმატში პირველად გამოჩნდა მანდალორელის მეორე სეზონის ეპიზოდში თავი 13: ჯედაი[15], ცნობილი გახდა, რომ იგი იქნებოდა სერიალის განშტოების გმირი. ასოკას მომზადების შესახებ Lucasfilm Ltd.-ის პრეზიდენტმა, კეთლინ კენედიმ, ისაუბრა 2020 წლის 10 დეკემბერს. StarWars.com-ის იმავე დღის პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებოდნენ ფავრო და ფილონი, ხოლო სცენარზე იმუშავებდნენ თავად ფილონი და მსახიობი როზარიო დოუსონი.[1]
2021 წლის 22 ოქტომბერს როსარიო დოუსონმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჰეიდენ კრისტენსენი ასოკაში დაბრუნდებოდა ანაკინ სკაიუოკერის როლში. თუმცა, ეს პუბლიკაცია მოგვიანებით წაიშალა.[16]
ასოკას წარმოება დაიწყო 2022 წლის 9 მაისს.[17] გრანდ ადმირალ მით'რო'ნურუოდოს (თრონის) შემქმნელი ტიმოთი ზანი შემუშავებაში მონაწილეობდა კონსულტანტის სახით[18], იმისთვის, რომ თრონის პერსონაჟი დახვეწილი ყოფილიყო.[19] თავად ზანმა ახსენა, რომ „რამდენიმეჯერ ისაუბრა“ თრონზე და „მომავალში ყველაფერს უფრო დეტალურად განიხილავდა“.[20]
შემადგენლობა[]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
გუნდი
|
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
|
დამატებითი ბმულები[]
- ასოკა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ასოკა Lucasfilm.com-ზე (არქივის ბმული)
- ასოკა Disney+-ზე (არქივის ბმული)
- ასოკა ვიკიპედიაში
- ასოკა Internet Movie Database-ში