შინაარსზე გადასვლა

ჰათრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰათრა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 35°35′17″ ჩ. გ. 42°43′06″ ა. გ. / 35.58806° ჩ. გ. 42.71833° ა. გ. / 35.58806; 42.71833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 277
საფრთხის ქვეშ 2015 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 277
ინგლ.რუს.ფრ.

ჰათრა (არაბ. الحضر‎) — უძველესი ქალაქი ერაყში. ამჟამად ცნობილია როგორც ალ-ჰადრი. ქალაქი ბაღდადიდან 290 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.

ჰათრა დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნეში დააარსეს უძველესმა არაბულმა ტომებმა. წარმოადგენდა პართიის იმპერიის რელიგიურ და სავაჭრო ცენტრს, განვითარების ზენიტს ძვ. წ. II-I საუკუნეებში მიაღწია. მოგვიანებით გახდა სავარაუდოდ პირველი არაბული სამეფოს დედაქალაქი, რომელიც წარმოდგენილი იყო ქალაქების ჯაჭვით — ჰათრათი და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქებით: პალმირა, ბაალბექი, პეტრა. რეგიონი ჰათრადან კონტროლდებოდა და მას არაბას სამეფო ეწოდებოდა, რომელიც პართიის იმპერიის დასავლეთში მდებარეობდა და ნახევრად ავტონომიით სარგებლობდა.

მოგვიანებით, ჰათრა საკმაოდ დაცული ქალაქი გახდა, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა რომის იმპერიის შემოსევებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეორე პართიულ ომში.

1985 წელს, იუნესკომ ჰათრა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთს სიაში შეიყვანა.

2015 წლის მარტში „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტმა მებრძოლებმა ჰათრის ნანგრევებს განადგურება დაიწყეს.[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]