ყალმუხეთი
| |||||
Republic%20of%20Kalmykia | |||||
დედაქალაქი | ელისტა | ||||
ფართობი - სულ |
41-ე 76 100 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
78-ე დაახ. 275 413 ადამიანი (2018) | ||||
მშპ - სულ, მიმდინარე ფასებში |
9,7 მლრდ. რუბლი (2005) | ||||
სახელმწიფო ენა | ყალმუხური[1] | ||||
რესპუბლიკის თავი[2] | ალექსეი ორლოვი[3] | ||||
ჰიმნი | „Хальмг Тангчин частр“ | ||||
საავტომობილო კოდი | 08 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
რესპუბლიკა ყალმუხეთი (ყალმ. Хальмг Таңһч) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, რომელიც შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში. დედაქალაქი — ქ. ელისტა. სამხრეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთით — დაღესტანს, ჩრდილოეთით — ვოლგოგრადის ოლქს, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ასტრახანის ოლქს, ხოლო დასავლეთით — როსტოვის ოლქს შეიქმნა 1920 წლის 4 ნოემბერს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყალმუხეთი მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სტეპურ ზონაში. სამხრეთიდან რესპუბლიკა შემოსაზღვრულია ყუმა-მანიჩის ღრმულით და მდინარეებით — მანიჩით და ყუმით. ყალმუხეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვრცელდება კასპიისპირა დაბლობი.
ჰავა კონტინენტურია, ცხელი მშრალი ზაფხულითა და ცივი, მცირეთოვლიანი ზამთრით. გაედინება მდინარე ვოლგა. შექმნილია რამდენიმე წყალსაცავი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღევანდელი ყალმუხების წინაპრები (ოირატები) რესპუბლიკის ტერიტორიაზე XVII-XVIII საუკუნეებში დასახლდნენ. 1825 წლისთვის მათი მიწები საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1920 წელს შეიქმნა ყალმუხეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც მოგვიანებით ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ყალმუხები მასობრივად გაასახლეს ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. 1956 წელს მოხდა ყალმუხების რეაბილიტაცია და მათი დაბრუნება რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 1994 წელს მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ყალმუხეთი გამოცხადდა რუსეთის ფედერაციის განუყოფელ ნაწილად და ჯუნღარის საყაენოს სამართალ მემკვიდრედ.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის მონაცემებით, რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 288,7 ათას კაცს, სიმჭიდროვე - 3,9 კაცს კვ.კმ-ზე. მოსახლეობის 57,4 %-ს ყალმუხები შეადგენენ, ასევე სახლობენ რუსები (30,2 %), დარგუელები (2,7 %), ყაზახები (1,7 %), მუსლიმი მესხები (1,3 %), ჩეჩნები (1,2 %) და ა. შ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტიბეტური ბუდიზმის მიმდევერია. ცხოვრობენ მართლმადიდებლები, მუსლიმები და ა. შ. უმსხვილესი დასახლებული პუნქტია ელისტა, მნიშვნელოვანი ქალაქებია ლაგანი, ტროიცკოე.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყალმუხეთის რესპუბლიკას გააჩნია განვითარებული სოფლის მეურნეობა, კვების და ნავთობ-გაზის მრეწველობა. რესპუბლიკა მშრალი კლიმატის გამო იგი ინტენსიურ ირიგაციას საჭიროებს. მორწყვისთვის საჭირო წყალი თერგისა და ყუმის აუზებიდან მოედინება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყალმუხეთის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-03-21 საიტზე Wayback Machine.
- ყალმუხეთის საინფორმა��იო პორტალი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Steppe Code (Constitution), Article 17
- ↑ Steppe Code (Constitution), Article 4
- ↑ Official website of the Government of the Republic of Kalmykia. Kirsan Nikolayevich Ilyumzhinov (ინგლისური)
|