შინაარსზე გადასვლა

ყაბარდო-ბალყარეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
{{ქვეყნის მონაცემები {{{სახელი}}}
ჰიმნი: ყაბარდო-ბალყარეთის ოფიციალური ჰიმნი
ქვეყანა ნათ. ბრუნვაში}} მდებარეობა
დედაქალაქინალჩიკი
ფართობი
 -  სულ 12 500 კმ2 
ვალუტა რუსული რუბლი

ყაბარდო-ბალყარეთი (რუს. Кабардино-Балкария), ოფიციალური სახელია ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა (რუს. Кабардино-Балкарская Республика, ყაბ. Къэбэрдей-Балъкъэр Республикэ, ყარაჩ.-ბალყ. Къабарты-Малкъар Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში[1]. ესაზღვრება ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარეს, სამხრეთით ჩრდილოეთ ოსეთს და საქართველოს, დასავლეთით ყარაჩაი-ჩერქეზეთს.

ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ადრინდელი არქეოლოგიური ძეგლები მეზოლითსა და ნეოლითს განეკუთვნება. ადრინდელ რკინის ხანაში ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე გავრცელდა სკვითების, სარმატებისა და ალანების გავლენა ადიღეების სახელით ცნობილ ადგილობრივ ტომებზე, რომლებმაც ძვ. წ. I ათასწლეულს სახელმწიფო გაერთიანება შექმნეს. ბალყარელი ხალხი ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ალანების ტომების ბულგარებთან და ყივჩაღებთან აღრევის შედეგად. ბალყართა ენა განეკუთვნება თურქულ ენათა ოჯახის ყივჩაღურ ჯგუფს. ადიღეელების ნაწილმა XIII-XIV საუკუნეებში ყაბარდოელთა სახელწოდება მიიღო და ყაბარდო-ბალყარეთის თანამედროვე ტერიტორია დაიკავა. ყაბარდოულ-ჩერქეზული ენა ენათა იბერიულ-კავკასიური ოჯახის აფხაზური ადიღურ ჯგუფში შედის. 1827 წელს დამთავრდა ბალყარების შეერთება რუსეთთან. XIX საუკუნის I ნახევარში მოხდა გლეხთა 5 დიდი აჯანყება. 1867 წელს ყაბარდო-ბალყარეთში ბატონყმობა გაუქმდა. XIX საუკუნის დასასრულსა XX საუკუნის დასაწყისში კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარებამ დააჩქარა მხარის ეკონომიკური განვითარება და მოხდა გლეხობის ეკონომიკური და კლასობრივი დიფერენციაცია.

1905-1907 წლების რევულუციების დროს მოეწყო დემონსტრაციები, მიტინგები და შეიარაღებული გამოსვლები. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა რსდმპ პირველი ორგანიზაცია ნალჩიკში, აპრილში კი შეიქმნა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები. 1918 წლის 18-23 მარტს ჩატარდა საბჭოების I ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება. 1918 წლის ივნისს დაიწყო გ. ბიჩერახოვის ანტისაბჭოთა ამბოხება, რომელიც ნოემბერში ჩაახშეს. 1919 წელს ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორია ა. დენიკინის ჯარებმა დაიკავეს. 1920 წლის 24 მარტს XI წითელი არმიის დახმარებით საბჭოთა ხელისუფლება აღდგა. 1921 წლის 1 სექტემბერს რსფსრ-ის შემადგენლობაში შეიქმნა ყაბარდოს ავტონომიური ოლქი, 2 სექტემბერს ვ. ლენინმა ხელი მოაწერა ყაბარდოსთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. 1922 წლის 16 იანვარს რსფსრ-ის ცაკის დადგენილებით შეიქმნა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი. სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციით, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-დ. 1942 წლის ოქტომბერში მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა ჯარებმა მოახდინეს ყაბარდო-ბალყარეთის ოკუპაცია. 1943 წლის იანვარში საბჭოთა ჯარებმა რესპუბლიკის ტერიტორია გაანთავისუფლეს. 1944 წლის მარტში ბალყარები შუა აზიაში გადაასახლეს, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ს ეწოდა ყაბარდოს ასსრ. 1957 წლის 9 იანვარს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ბალყარეთის ეროვნული ავტონომია აღდგა ბალყარეთის ასსრ ისევ ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-დ გარდაიქმნა.

გავრცელებული ენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო ენებია – ყაბარდული (ყაბარდო-ჩერქეზული), ბალყარული (ყარაჩაი-ბალყარული) და რუსული.

ყაბარდო-ჩერქეზული ენა, კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს მიეკუთვნება. ერთ-ერთ ოფიციალურ ენას ყაბარდო-ბალყარული და ყარაჩაი-ჩერქეზული წარმოადგენს.

ზოგიერთი ენათმეცნიერი მიიჩნევს, რომ ყაბარდო-ჩერქეზულ ენას ადიღეურ ენასთან აქვს კავშირი. თავად ადიღეები, ყაბარდოელები და ჩერქეზები თავიანთ ენას „адыгэбзэ-ს“ უწოდებენ, რაც „ადიღეურ ენას“ ნიშნავს. იგი სამი დიალექტისგან შედგება. ყაბარდოელების უმრავლესობა თერგულ-ყაბარდულ დიალექტზე საუბრობს, უმცირესობა - ყუბან-ყაბარდინულზე და ე. წ. ბესლანურ დიალექტზე.

1924 წლამდე დამწერლობაში, ძირითადად, არაბულ ანბანსა და კირილიცას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კვლავ კირილიცა გამოიყენება.

ყარაჩაი-ბალყარული ენა თურქული ენის ჩრდილო-დასავლურ შტოს მიეკუთვნება, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ენას წარმოადგენს. მას მშობლიურ ენაზე ბალყარელები „малкъар тил-ს“ უწოდებენ, ხოლო ყარაჩაელები - „къарачай тил-ს“.

ყარაჩაი-ბალყარულ ენას აქვს ორი დიალექტი - ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის (чокающий) და მალკარიული (цокающий), ასევე, ხოლამო-ბიზინგიური კილო-კავი. ყარაჩაი-ბალყარული ლიტერატურული ენა ეფუძნება ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის დიალექტს.

1920-1924 წლებში ძირითადად არაბულ დამწერლობას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კირილიცას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]