ვლადიმირის ოლქი
| |||||
Vladimir%20Oblast | |||||
ადმინისტრაციული ცენტრი | ვლადიმირი | ||||
ფართობი - სულ |
66-ე 29 000 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
30-ე დაახ. { 1 439,8 ათასი. (2009) | ||||
მშპ - სულ, მიმდინარე ფასებში |
111,9 მლრდ. რუბლი (2006) | ||||
ფედერალური ოლქი | ცენტრალური | ||||
ეკონომიკური რაიონი | ცენტრალური | ||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
გუბერნატორი | ნიკოლოზ ვინოგრადოვი | ||||
საავტომობილო კოდი | 33 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
ვლადიმირის ოლქი (რუს. Влади́мирская о́бласть) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში.
- ესაზღვრება მოსკოვის, იაროსლავლის, რიაზანისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებს.
- ფართობი — 29 000 კმ²
- მოსახლეობა — 1439,8 ათას. ადამიანი (2009 წლის იანვარი)
- ოლქის ცენტრი — ქალაქი ვლადიმირი, მოსკოვამდე მანძილი 190 კმ.
- ჩამოყალიბდა 1944 წლის 14 აგვისტოს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვლადიმირის ოლქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგა-ოკას შუამდინარეთის სამხრეთით მდებარეობს. ოლქის სიგრძეა 170 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და 280 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქის ჰავა ზომიერად კონტინენტურია, 0 °C ქვემოთ ტემერატურის დღე-ღამური ხანგრძლივობა 137 დღეა, საშუალო წლიური ტემპერატურა 5 °C-ია (სტანდარტული გადაცდომა 12 °C), იანვრის საშუალო ტემპერატურაა −13 °C, ივლისისა +19 °C, თოვლის საფარის საშუალო სისქე 40 მმ-ია (დაახლოებით 144 დღე დევს). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 420—740 მმ, ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 160-180 დღეა.
რეგიონის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაპოვნია ადამიანის სადგომები - „სინგირი“ - ზემო პალეოლითის დროიდან (დაახ. 25 ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე). მურომის არქეოლოგიური გათხრებით ამ მიწების ფინო-უგორული წარმომავლობა მტკიცდება. შუა საუკუნეებიდან ამ ტერიტორიებს უკვე რუსები იკავებენ.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა 1449,5 ათ. ადამიანი (იანვარი 2008) (1472,6 — 2006; 1487,2 — 2005)
- მოსახლეობის სიმჭიდროვე: 49,8 ად./კმ² (იანვარი 2008)
- ქალაქის მოსახლეობის კუთრი წონა: 77,8 % (იანვარი 2008) (77,5 % — (2006) 78,5 % — (2005))
ეროვნება | მოსახლეობა 2002 წელს, ათ. (*დაარქივებული 2012-01-26 საიტზე Wayback Machine. ) |
---|---|
რუსები | 1443,9 |
უკრაინელები | 16,8 |
თათრები | 8,7 |
ბელარუსები | 5,7 |
სომხები | 5,0 |
მორდველები | 3,6 |
აზერბაიჯანელები | 3,1 |
ჩუვაშები | 2,3 |
ბოშები | 2,3 |
მოლდოველები | 2,1 |
გერმანელები | 1,4 |
ქართველები | 1,0 |
მარიელები | 1,0 |
ნაჩვენები ეროვნებების რაოდენობა 1000 კაცს აღემატება |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვლადიმირის ოლქის ოფიციალური სერვერი დაარქივებული 2009-02-11 საიტზე Wayback Machine.
- Официальный сервер города Владимира и Владимирской области დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Памятники архитектуры Владимирской области
- Владимирская область в справочнике-каталоге «Вся Россия» დაარქივებული 2008-05-16 საიტზე Wayback Machine.
- Законодательное Собрание Владимирской области დაარქივებული 2012-01-28 საიტზე Wayback Machine.
- Узкоколейные железные дороги Владимирской области[მკვდარი ბმული] на «Сайте о железной дороге» Сергея Болашенко
|