ვლადიმერ სუკაჩოვი
ვლადიმერ ნიკოლოზის ძე სუკაჩოვი (რუს. Сукачёв, Владимир Николаевич; დ. 7 ივნისი [ ძვ. სტ. 26 მაისი] 1880, სოფ. ალექსანდროვკა, ხარკოვის გუბერნია — გ. 9 თებერვალი, 1967, მოსკოვი) — რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943). სოციალისტური შრომის გმირი (1965). მეცნიერებაში დაამკვიდრა ცნება „ბიოგეოცენოზი“ (1942).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944–1959 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტყეთმცოდნეობის ლაბორატორიის (1959) და ბოტანიკის ინსტიტუტთან არსებული ბიოგეოცენოლოგიის ლაბორატორიის (1965) ხელმძღვანელი.
სუკაჩოვი ბიოგეოცენოლოგიის ფუძემდებელია. იგი შეისწავლიდა ფიტოცენოზებს, მათ სტრუქტურას, კლასიფიკაციას, დინამიკას, გარემოსთან ურთიერთკავშირს. მისი ფიტოცენოლოგიური გამოკვლევები მჭიდროდ არის დაკავშირებული დენდროლოგიასა და მდელოთმცოდნეობასთან, პალეობოტანიკასა და სტრატიგრაფიასთან. სუკაჩოვის ნაშრომები ჭაობმცოდნეობის, დენდროლოგიის, გეობოტანიკის, მერქნიან მცენარეთა სისტემატიკისა და ბუნებრივი გადარჩევის ფორმების ექსპერიმენტული შესწავლის შესახებ ფართოდ იყო დანერგილი პრაქტიკაში.
სუკაჩოვი იყო ბუნების მკვლევართა საზოგადოების (1955-1967) და საკავშირო ბოტანიკის საზოგადოების (1946 წლიდან) პრეზიდენტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1959), ჩეხოსლოვაკიის მიწათმოქმედების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. მიღებული აქვს ნიკოლოზ პრჟევალსკის, სემიონოვ ტიან-შანსკისა და დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედლები.
თხზულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Избр. труды, т. 1—3, Л., 1975.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 597-598.
- Воронов А. Г., Крупнейший русский биолог и географ. К 85-летию В. Н. Сукачева, в кн.: Землеведение, т. 7(47), М., 1967, с. 291—98;
- Богданов П. Л., Жизнь и деятельность В. Н. Сукачева, в кн.: Проблемы геоботаники и биологии древесных растений, Л., 1969, с. 7—22.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #12838302X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Манойленко К. В. В.Н. Сукачев и И.П. Бородин: письма ученика к учителю, V.N. Sukachev and I.P. Borodin: Correspondence Relations // Историко-биологические исследования — 2012. — Т. 4, вып. 2. — С. 96–106. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Гельтман Д. В. Непростое объединение Ботанического сада и Ботанического музея в Ботанический институт, The Uneasy Merging of the Botanical Garden and Botanical Museum into the Botanical Institute // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 3. — С. 35–60. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ 5.0 5.1 Романова Н. Е. «Существует совсем другая биология»: к 75-летнему юбилею Якова Михайловича Галла, A whole different biology does exist: to the 75th birthday of Yasha Gall // Историко-биологические исследования — 2022. — Т. 14, вып. 2. — С. 7–32. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24412/2076-8176-2022-2-7-32
- ↑ https://plants.jstor.org/stable/10.5555/al.ap.person.bm000330992
- ↑ Письма советских учёных в издательство «Наука» в поддержку издания очерка Ж.А. Медведева «Биологическая наука и культ личности», Letters of Soviet scientists to the publishing house “Nauka” in support of the publication of Zhores Medvedev’s essay “Biology and the personality cult” // Историко-биологические исследования — 2019. — Т. 11, вып. 2. — С. 20–40. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Голуб В. Б. Утраченная в СССР концепция «подвижного равновесия», The Lost Concept of «Dynamic Balance» in the USSR // Историко-биологические исследования — 2017. — Т. 9, вып. 1. — С. 40–67. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- დაბადებული 7 ივნისი
- დაბადებული 1880
- გარდაცვლილი 9 თებერვალი
- გარდაცვლილი 1967
- მოსკოვში გარდაცვლილები
- ლენინის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოებულები
- სოციალისტური შრომის გმირები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა ბოტანიკოსები
- საბჭოთა გეოგრაფები
- რუსი ბოტანიკოსები
- რუსი გეოგრაფები
- სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები
- ვედენის სასაფლაოზე დაკრძალულები