შინაარსზე გადასვლა

სოციალისტური შრომის გმირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედალი „ნამგალი და ურო“

სოციალისტური შრომის გმირი (რუს. Герой Социалистического Труда) — საპატიო წოდება ყოფილ სსრ კავშირში, წარჩინების უმაღლესი ჯილდო შრომითი საქმიანობისათვის. დაწესებულია სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1938 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით. ანიჭებდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი ნოვატორული საქმიან��ბით ხელი შეუწყვეს სსრკ მრეწველობის, სოფლის მეურნეობას, კულტურას თუ მეცნიერების აღმავლობას. სოციალისტური შრომის გმირს გადაეცემოდა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო — ლენინის ორდენი, ოქროს მედალი „ნამგალი და ურო“ და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოთა პრეზიდიუმის სიგელი. ორგზის სოციალისტური შრომის გმირს თავის სამშობლოში აუგებდნენ ბრინჯაოს ძეგლს. სოციალისტური შრომის გმირის ჩამორთმევა შეეძლო მხოლოდ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

საქართველოს სსრ-ში 1282 შრომის გმირი იყო მათგან ორგზის შრომის გმირები (1948, 1951) იყვნენ: ანთიმოზ როგავა, პროკოფი სვანიძე და თამარ ყუფუნია.