სუეცის არხი
იერსახე
სუეცის არხი (არაბ.: قناة السويس, Qanā as-Suways, ფრანგ.: Le Canal de Suez), სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით, 163 კმ სიგრძისა და მის ყველაზე ვიწრო ყელთან, 300 მ სიგანის სანაოსნო არხია ეგვიპტეში. მის ერთ ბოლოში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს პორტ-საიდი, ხოლო მეორე ბოლოს წითელ ზღვაზე - სუეცი. (ალ-სუვაის)
არხი ორმხრივ, ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროპასა და აზიას შორის აფრიკის შემოვლის გვერდის ავლით. არხის 1869 წელს გახსნამდე, საქონელი ხშირად გემებიდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადაჰქონდათ ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის.
არხი ორი ნაწილისგან შედგება - დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: