შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1920)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება
მიზანი
დეტალები
შექმნის თარიღი 27 ივნისი, 1920
ხელისმომწერნი საქართველოს ეკლესია

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1920)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონი, მიღებულია 1920 წლის 27 ივნისს II საეკლესიო კრებაზე.

1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს ეკლესიური დამოუკიდებლობა, ქვეყანაში გატარდა მთელი რიგი რეფორმები, რომელიც ეკლესიასაც შეეხო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ეკლესიის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში გათვალისწინებისა და სხვა მიზეზთა გამო მეორე საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა ახალი მართვა-გამგეობის დებულება.

ეპარქიები დებულების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაც საქართველოს ეკლესია დაყოფილი იყო ეპარქიებად, ხოლო ეპარქიები ოლქებად, ოლქები კი სამრევლოებად. აღნიშნულ დებულებაში მცხეთისა და ტფილისის გაერთიანებული ეპარქიაა წარმოდგენილი, რომლის მწყემსმთავარიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია.

  • ,,საქართველოს ეკელსიის მართვა-გამგეობა", 1920.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.