შინაარსზე გადასვლა

ევნონი (კათოლიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევნონი, ენონი — ქართლის კათოლიკოსი დაახლოებით VII საუკუნის 40-იან წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის თანამედროვე.

როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს“ ქრონიკიდან ჩანს, კათალიკოსის ტახტი დაიკავა სამოელის შემდეგ. სუმბატ დავითის ძე მოიხსენიებს ენონის სახელით.