შინაარსზე გადასვლა

პტოლემე VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პტოლემე VII-ის მონეტა

პტოლემე VII ნეოს ფილოპატორი (ძვ. ბერძნ. Πτολεμαῖος Νέος Φιλοπάτωρ) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. პტოლემე VI ფილომეტორისა და კლეოპატრა II-ის მეორე შვილი. ქვეყანას მართავდა რამდენიმე თვე, როგორც მამამისის თანამმართველი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ნომუნალურად გახდა ერთადერთი მმართველი დედამისის რეგენტობის ქვეშ. როდესაც კლეოპატრა II ცოლად გაჰყვა პტოლემე VIII-ს, ამ უკანასკნელმა პტოლემე VII მოაკვლევინა ქორწილის დღეს.

არსებობს მცირე გაუგებობა მასსა და პტოლემე VIII ფისკონის ნუმერაციასთან დაკავშირებით, ზოგჯერ მათ უცვლიან ადგილებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]