შინაარსზე გადასვლა

მერიჰათორი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერიჰათორი
მერიტ-ჰათორი, მერი-ჰათორი
ფარაონი
მეფობა დაახ. ძვ.წ. 2130 (X დინასტია)
წინამორბედი უცნობია (მეცხრე დინასტიის უკანასკნელი ფარაონი)
მემკვიდრე ნეფერკარა VIII

მერიჰათორი ან მერიტ-ჰათორი[1]ძველი ეგვიპტის მეათე დინასტიის ფარაონი პირველი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. იგი განიხილება, როგორც დინასტიის ფუძემდებელი. მას უნდა დაეწყო მეფობა ძვ. წ. 2130 წელს[2][1]. მისი სახელი არ არის მოხსენიებული ტურინის მეფეთა სიაში, მაგრამ ჯეჰუტინახტ II-მ ჰერმოპოლისის ნომარქმა, შეუკვეთა მელნის გრაფიტი, რომელშიც მოხსენიებული იქნებოდა მერიჰათორი. აქამდე მხოლოდ ეს არის მისი მეფობის დამადასტურებელი საბუთი[3].

არსებობს დავა მის სახლთან დაკავშირებით: რადგანაც „ჰათორის“ ნიშანი ნა��ილობრივ დაზიანებულია, ზოგიერთი ავტორი, მათ შორის ედუარდ ბროვარსკი[4], მიიჩნევს, რომ მისი ნამდვილი სახელი შესაძლოა იყოს მერიბრი, რომელიც ერთგვარად უფრო ახლოსაა მემფისის ტრადიციასთან. გარდა ამისა, ზოგიერთი ეგვიპტოლოგი, რომელიც მხარს უჭერს ალტერნატიულ აზრს და მერიჰათორს აიგივებს თავის მემკვიდრესთან ნეფერკარა VIII-სთან. არ არის გასაკვირი, რომ ფარაონი ნეფერკარა-მერიბრი ჩაითვალოს დინასტიის ფუძემდებლად[5].

  1. 1.0 1.1 Jean Vercoutter, L'Egypte jusq'à la fin du Nouvel Empire, in Pierre Lévêque, Le premieres civilisations, Paris, Presses Universitaires de France, 1987, p. 143.
  2. William C. Hayes, in The Cambridge Ancient History, vol 1, part 2, 1971 (2008), Cambridge University Press, ISBN 0-521-077915, p. 996.
  3. William C. Hayes, op. cit., p. 470.
  4. Royal Titulary of Mery... on Eglyphica.net (search in the Tenth dynasty)
  5. Nicolas Grimal, A History of Ancient Egypt, Oxford, Blackwell Books, 1992, p. 141.
მერიჰათორი
წინამორბედი:
უცნობია
   ეგვიპტის ფარაონი   
დაახ. ძვ.წ. 2130
შემდეგი:
ნეფერკარა VIII