ინტეფ I
იერსახე
ინტეფ I — ძველი ეგვიპტელი ნომარქი. უასეტის ნომის მმართველი, მისი ცენტრი იყო თებეში. ნომს მართავდა პირველ გარდამავალი პერიოდში (დაახლ. ძვ. წ. 2133—2118 წწ.).
მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა ზემო ეგვიპტის მხოლოდ რამდენიმე სამხრეთ ნომზე, თუმცა ის ატარებდა სხვადასხვა ტიტულს „თებეს ნომარქი, სამხრეთ კარიბჭის მცველი, ქურუმთა უფროსი და ა. შ.“.
ეს ტიტულები აშკარად მიუთითებდა, რომ ნომარქი ანტეფი იყო მნიშვნელოვნად დამოუკიდებული ჰერაკლეოპოლის მეფისგან და ასევე პრეტენზია ჰქონდა სრულ დამოუკიდებლობაზე. ანტეფი დაკრძალულია კლდის სამარხში დრა-აბუ ელ-ნეგეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Clayton, Peter A. Chronicle of the Pharaohs: The Reign-by-Reign Record of the Rulers and Dynasties of Ancient Egypt. Thames & Hudson. p72. 2006. ISBN 0-500-28628-0
- Darrell D. Baker: The Encyclopedia of the Pharaohs: Volume I - Predynastic to the Twentieth Dynasty 3300–1069 BC, Stacey International, ISBN 978-1-905299-37-9, 2008
|