მარიტ ბიორგენი
მარიტ ბიორგენი | |
---|---|
მარიტ ბიორგენი შვედეთში რბოლის დაწყებისას | |
დაბადების თარიღი |
21 მარტი, 1980 ტრონდჰეიმი, ნორვეგია |
სიმაღლე | 168 სმ |
მარიტ ბიორგენი (ნორვ. Marit Bjørgen; დ. 21 მარტი, 1980) — ნორვეგიელი მოთხილამურე. ბიორგენი ყველაზე წარმატებული სპრინტერია სათხილამურო სპორტში. 2018 წლის პიონგ ჩანგის ოლიმპიადის შემდეგ იგი ყველაზე მეტი, 15 მედლის მფლობელია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.[1] 2018 წელს მან დაასრულა თავისი პროფესიონალური სპორტული კარიერა.[2]
მსოფლიო თასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიტ ბიორგენი თავდაპირველად გამოირჩეოდა სპრინტერულ დისტანციებზე და შვიდი გამარჯვება მსოფლიო თასზე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას მეორე ადგილი დაეკავებინა 2003-2004 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში. 2004-2005 წლის სეზონიდან კი ბიორგენი დიდ დისტანციებზეც წარმატებით გამოდიოდა.
2006 წლის 19 მარტს საპოროში, იაპონია, ბიორგენმა თავისი მეორე მსოფლიო თასი მოიპოვა. ბიორგენმა ეს ტურნირი 16 ქულით მოიგო. მას 1036 ქულა ჰქონდა, ხოლო კანადელ ბეკი სკოტის 1020 დაუგროვდა. ბიორგენმა ასევე მოიგო მსოფლიო თასი სპრინტში, მან 6 წულით აჯობა ნორვეგიელ ელა გიომლეს. ეს გამარჯვება გამოდგა ზედიზედ მეოთხე ბიორგენისთვის მსოფლიო თასზე სპრინტში.
2005-2006 წლის სეზონზე მარიტ ბიორგენი რვაჯერ იდგა პოდიუმზე, ექვსჯერ პირველ ადგილზე, ერთხელ მეორე და მესამე ადგილზე.ბიორგენი მთლიანობაში 70 ჯერ იყო პოტიუმზე, 46-ჯერ პირველ ადგილზე, 13-ჯერ მეორე ადგილზე, 11-ჯერ მესამე ადგილზე.
2011-2012 წლების სეზონში მან მესამედ მოიპოვა მესამე მსოფლიო თასი, გაასწრო რა პოლონელ იუსტინა კოვალშიკს.
2015 წელს ცხრა მცდელობის შემდეგ, ბიორგენმა მოიგო თავისი პირველი ტურ დე სკი, გაასწრო რა თავის თანამემამულე ტერეზა იოჰაუგს.[3]
მსოფლიო ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიორგენს მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი თვრამეტჯერ. ხუთჯერ მეორე და სამჯერ მესამე ადგილი დაიკავა. მარიტისთვის ყველაზე წარმატებული ჩემპიონატები ოსლოში, ვალ დე ფიემეში და ლახტიში გამოდგა, როცა ოთხ-ოთხ ოქროს მედალს იგებდა (შესაბამისად 2011, 2013, 2017 წლებში).
ოლიმპიური თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიტ ბიორგენს წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე. ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იგი ბრონქიტს ებრძოდა. მისთვის პირველ რბენაში, მას მოუწია შეჯიბრის შეწყვეტა მუცლის ტკივილის გამო. მეორე რბენაში, რომელიც გუნდური სპრინტი იყო, ბიორგენი თანამემამულე ჰილდე პეტერსენთან ერთად გამოდიოდა. მათ მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავება შეძლეს. მიუხედავად იმისა რომ 10 კმ-იან რბენაში ბიორგენმა ვერცხლის მედალი აიღო, ჩანდა რომ ტურინის ოლიმპიადა მისთვის საუკეთესოდ არ მიდიოდა. ბოლო შეჯიბრშიც, რომელიც გუნდურ ესტაფეტას წარმოადგენდა 4 x 5 კმ დისტანციაზე, ნორვეგიის ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა, 1988 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ნორვეგიის ქალთა გუნდი პოდიუმს მიღმა აღმოჩნდა. სპრინტში ბიორგენი ფინალში ვერ გავიდა, ხოლო 30 კმ რბენაში მან და პედერსენმა მონაწილეობა აღარ მიიღეს და ნორვეგიაში დაბრუნდნენ.[4]
2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე, ბიორგენი მესამე იყო 10 კმ-ზე თავისუფალი სტილით რბენაში. ბიორგენმა პირველი ოქროს მედალი ოლიმპიადებზე ინდივიდუალურ სპრინტში მოიგო. მეორე ოქრო მან 2 x 7,5 კი-ზე რბენაში. ის ასევე იყო ნორვეგიის ქალთა გუნდის წევრი, რომელმაც 4 x 5 კმ-იანი რბენა მოიგო. მან დაასრულა ვანკუვერში გამოსვლა 30 კმ-იან რბენაში, რომელზეც მეორე იყო და დათმო პირველობა პოლონელ იუსტინა კოვაჩიკთან მხოლოდ 0.3 მეათედი წამით.
2014 წლის სოჩის ოლიმპიადაზე მან მოიგო ოქროს მედლები 15 კმ სკიატლონში, გუნდურ სპირნტში და 30 კმ-ზე თავისუფალი სტილით რბენაში. ამ სამი მედალით მისი მედლების რაოდენობა ათამდე გაიზარდა, რითაც გაუთანაბრდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედლის მფლობელ ქალებს სტეფანია ბელმონდოს და რაისა ��მეტანინას, ამასთან მარიტს მათ შორის ყველაზე მეტი ოქრო ჰქონდა მოპოვებული.[5]
ბიორგენმა ხუთჯერ მიიღო ოლიმპიადებზე მონაწილეობა. მისთვის პირველი 2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიადა იყო, სადაც ვერცხლის მედალი მოიგო. 2018 წლის პიონგ ჩანგის ოლიმპიადაზე მან ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიგო, რითაც თავისი მედლების რიცხვი 15-მდე გაზარდა. ამ შედეგით იგი ყველაზე მეტი მედლის მფლობელია ზამთრის ოლიმპიადებზე ქალებსა და კაცებს შორის.[6]
შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 15 მედალი – (8 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)
წელი | ასაკი | 10 კმ. ინდივიდუალური |
სკიატლონი | 30 კმ. | სპრინტი | გუნდური 4x5 კმ |
გუნდური სპრინტი |
მასს სტარტი 15 კმ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
2002 | 21 | — | — | 14 | — | 2 | არ არის | 50 |
2006 | 25 | 2 | შეწყვიტა გამოსვლა | — | 18 | 5 | 4 | არ არის |
2010 | 29 | 3 | 1 | 2 | 1 | 1 | — | არ არის |
2014 | 33 | 5 | 1 | 1 | 11 | 5 | 1 | არ არის |
2018 | 37 | 3 | 2 | 1 | — | 1 | 3CNX |
შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 26 მედალი – (18 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)
წელი | ასაკი | 10 კმ. ინდივიდუალური გარბენი |
გამოდევნებით რბოლა | 30 კმ-ზე რბენა | სპრინტი | 4x5 გუნდური |
გუნდური სპრინტი | 15 კმ. კლასიკური |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
2001 | 20 | 24 | 19 | CNX | — | — | არ არის | — |
2003 | 22 | — | — | — | 1 | 2 | არ არის | 24 |
2005 | 24 | 3 | 2 | 1 | 16 | 1 | 1 | არ არის |
2007 | 26 | 22 | 12 | 9 | 10 | 3 | 3 | არ არის |
2009 | 28 | 16 | 19 | — | 9 | 4 | — | არ არის |
2011 | 30 | 1 | 1 | 2 | 1 | 1 | — | არ არის |
2013 | 32 | 2 | 1 | 1 | 1 | 1 | — | არ არის |
2015 | 34 | 31 | 6 | 2 | 1 | 1 | — | არ არის |
2017 | 36 | 1 | 1 | 1 | 16 | 1 | — | არ არის |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ‘Born with skis on’: Norway celebrates Winter Olympics medal record https://www.theguardian.com/world/2018/feb/25/born-with-skis-on-norway-celebrates-winter-olympics-medal-record
- ↑ Norwegian Winter Olympics superstar Marit Bjørgen to retire https://www.thelocal.no/20180406/norwegian-winter-olympics-superstar-marit-bjrgen-to-retire
- ↑ Olympic great Marit Bjoergen wins 1st Tour de Ski; Martin Johnsrud Sundby retains title https://web.archive.org/web/20150111233612/https://ca.sports.yahoo.com/news/olympic-great-marit-bjoergen-wins-1st-tour-ski-190357776--ski.html
- ↑ Another fourth for Norway https://web.archive.org/web/20110523172546/http://www.aftenposten.no/english/sports/article1234003.ece
- ↑ Norwegian women back on top at Sochi Olympics https://news.yahoo.com/norwegian-women-back-top-sochi-olympics-124803058--spt.html
- ↑ Winter Olympics: Marit Bjorgen becomes most decorated Winter Olympian as USA win gold https://www.bbc.co.uk/sport/winter-olympics/42980927