მარიამ ლაშხი
მარიამ ლაშხი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 აგვისტო, 1988 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
მარიამ ლაშხი (დ. 1 აგვისტო, 1988, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს ინჟინერინგის სპეციალობით. 2006-2012 წლებში იყო შპს „იეს-ან“-ის დირექტორის მოადგილე. 2007-2009 წლებში იყო „საქ. ეკონ. პროგნოზი“-ის უმცროსი მკვლევარი. 2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტი. 2011 წელს სტაჟირებას გადიოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2012-2014 წლებში იყო ახალგაზრდული ასოციაცია „უკეთესი მომავლისთვის“ დამფუძნებელი. ამავე წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკში. 2014-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. 2018-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს ინოვციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარიამ ლაშხი — საქართველოს პარლამენტის ოფ��ციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- მარიამ ლაშხი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.