შინაარსზე გადასვლა

ბაჩუკი ქარდავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჩუკი ქარდავა
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1969 (1969-12-29) (54 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
საქმიანობა პარტიის თავმჯდომარე
შვილ(ებ)ი 2

ბაჩუკი ქარდავა (დ. 29 დეკემბერი, 1969) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

დამთავრებული აქვს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.

1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

პირადი და ოჯახური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]