თამარ ტალიაშვილი
თამარ ტალიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 დეკემბერი, 1978 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
თამარ ტალიაშვილი (დ. 13 დეკემბერი, 1978, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. იკავებდა თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს იყო USAID ფისკალური რეფორმების პროექტის სამართლებრივი პროგრამის მეჯნეჯერი და იურისტი. 2005 წელს იყო„ GTZ იუსტიციისა და სამართლის რეფორმა ამიერკავკასიაში“-ს იურისტი. 2006-2012 წლებში მუშაობდა Masry&Vititoe-ს იურიდიული ოფისებში. 2010-2011 წლებში იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი. 2011-2012 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის დელეგატი. 2012-2014 წლებში იყო შშს-ს ადმინისტრაციის უფროსი. 2014 წელს იყო შშს-ს აკადემიის პრორექტორი. 2014-2017 წლებში – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2017-2020 წლებში – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2017-2020 წლებში იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 2018 წლიდან არის ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამარ ტალიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 2020-12-07.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
|