კვადრატი
კვადრატი არის ამოზნექილი ოთხკუთხედი, რომლის ყველა გვერდი ტოლია და რომლის ყველა კუთხე მართია.
თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვადრატი, პლანიმეტრიაში, თვისებებით ყველაზე მდიდარი ფიგურაა. იგი ერთდროულად არის პარალელოგრამი, რომბი და მართკუთხედი, ამიტომ მას ყველა ამ ფიგურის თვისებები გააჩნია:
- კვადრატი, როგორც პარალელოგრამი:
- მოპირდაპირე გვერდები ტოლია (რადგან ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია).
- ერთ გვერდთან მდებარე კუთხეთა ჯამი 1800-ის ტოლია.
- დიაგონალები გადაკვეთისას ორ ტოლ ნაწილად იყოფა. (სურათზე)
- მოპირდაპირე კუთხეები ტოლია
- კვადრატი, როგორც რომბი:
- ყველა გვერდი ტოლია
- დიაგონალები კუთხეების ბისექტრისებია
- დიაგონალები ერთმანეთის მართობულია
- კვადრატი, როგორც მართკუთხედი
- ოთხივე კუთხე მართია
- დიაგონალები ტოლია
კვადრატის ფორმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიმეტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვადრატის პერიმეტრი არის მისი გვერდების სიგრძეთა ჯამი. შესაბამისად იგი გამოითვლება ფორმულით:
(a, a, a და a კვადრატის გვერდებია)
რადგან კვადრატს ოთხივე გვერდი ტოლი აქვს, ეს ფორმულა ასეც შეიძლება ჩაიწეროს:
მეორე ფორმულა უფრო მიღებულია.
ფართობი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადგან კვადრატი პარალელოგრამია, ამიტომ მისი ფართობის გამოსათვლელად გამოვიყენოთ პარალელოგრამის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა:
(a არის გვერდი, რომელზეც დაშვებულია სიმაღლე) რადგან კვადრატის სიმაღლე მისი გვერდის ტოლია, ამიტომ შეგვიძლია ეს ფორმულა ასე შევცვალოთ:
- (a და b კვადრატის გვერდებია)
ან