გრიგოლ მარგიანი
გრიგოლ მარგიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 ივლისი, 1921 |
დაბადების ადგილი | მულახი |
გარდაცვალების თარიღი | 28 აგვისტო, 1993 (72 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
გრიგოლ მარგიანი (დ. 14 ივლისი, 1921, სოფ. მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი — გ. 28 აგვისტო, 1993) — ქართველი პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1940–1957 წლებში იყო ლენტეხის რაიონის ცანას დარიშხანის კომბინატის მუშა, კომკავშირული მუშაკი, სვანთა განსაკუთრებული პარტიზანული რაზმის მებრძოლი, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, 1957 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, პროფესორი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ მარგიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-06-10 საიტზე Wayback Machine.
- გრიგოლ მარგიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დაბადებული 14 ივლისი
- დაბადებული 1921
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ქართველი ისტორიკოსები
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- მესტიის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- გარდაცვლილი 28 აგვისტო
- გარდაცვლილი 1993