შინაარსზე გადასვლა

აკაკი კობაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი კობაძე
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1954 (1954-10-26) (70 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

აკაკი კობაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1954) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1980 წლებში იყო ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი, 1980-1982 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1983-1989 წლებში იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]