შინაარსზე გადასვლა

ბეჟან აბესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — ��ავისუფალი ენციკლოპედია
ბეჟან აბესაძე
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1957 (1957-03-13) (67 წლის)
დაბადების ადგილი ტყიბული, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ქართველი

ბეჟან აბესაძე (დ. 13 მარტი, 1957, ტყიბული) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის მექანიკოსი, ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის მასწავლებელი, გაზეთ „ტყიბულის“ სტილისტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი, ილია მართლის საზოგადოება, უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედი სამდივნოს და მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]