თეიმურაზ მჟავია
თემურ მჟავია | |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2004 – 2009 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმერ გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკოლოზ გილაური |
წინამორბედი | თამაზ ნადარეიშვილი |
მემკვიდრე | ელგუჯა გვაზავა |
დაბადებული | 5 იანვარი, 1952 კონჭკათი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
თეიმურაზ (თემურ) მჟავია (დ. 5 იანვარი, 1952, კონჭკათი, საქართველოს სსრ[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 2004-2009 წლებში.
დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1975-1980 წლებში იყო სოხუმის რაიონის სკოლების ისტორიის მასწავლებელი, 1980-1990 წლებში იყო ქარხანა „სოხუმხელსაწყოს“ კლუბის გამგე, კადრების განყოფილების მუშაკი, სამეურნეო განყოფილების გამგე, კინდღის სასათბურე მეურნეობა-კომბინატის კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, სოხუმის ელექტრონული ტექნიკის ქარხნის მეურნეობის გამგე. წმიდა ილია მართლის საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
- თეიმურაზ მჟავია: არ იკვეთება ფიზიკური ზეწოლები ამომრჩევლებსა და პოლიტიკურ მეტოქეებზე[მკვდარი ბმული]
- „ყველა პარტიის პრეზიდენტი“ და უზნეობის პროპაგანდის მოწინააღმდეგე კანდიდატი
სქოლიო
- ↑ თეიმურაზ მჟავია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-30. ციტირების თარიღი: 2019-03-30.