შინაარსზე გადასვლა

ბაბილონეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:56, 22 იანვარი 2023-ის ვერსია, J4keeS237 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბაბილონის იშთარის კარიბჭე (პერგამონის მუზეუმი, ბერლინი).

ბაბილონეთი — ძველი სახელმწიფო შუამდინარეთის სამხრეთში (ახლანდელი ერაყის ტერიტორია). წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა ძვ. წ. 539 წელს. სახელი ეწოდა მთავარი ქ. ბაბილონის მიხედვით. ბაბილონეთის ისტორია ოთხ პერიოდად იყოფა:

ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ძველბაბილონური ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხამურაბის კანონების ფრაგმენტი

ურის III დინასტიის და შუმერთა სახელმწიფოს დამხობის შემდეგ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში მესოპოტამიაში წარმოიქმნა რამდენიმე პატარა ქალაქ-სახელმწიფო. ყოველი მათგანი თავს შუმერების პოლიტიკურ მემკვიდრეებად თვლიდნენ და მეფეები შუმერი მეფეების ტიტულებს ატარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი იყო ბაბილონი, რომელიც ცენტრალურ მესოპოტამიაში მდებარეობდა.

ბაბილონეთის პირველ პერიოდს ამორეული დინასტიის ხანასაც უწოდებენ. ძვ. წ. 1894 ამორეველების ტომების ბელადმა სუმუაბუმმა დაიპყრო სამხრეთ შუამდინარეთში მდინარე ისინის სამეფოს ტერიტორიის ნაწილი და ქ. ბაბილონში გამარგრდა. მისი მეფობით (ძვ. წ. 1894 - ძვ. წ. 1881) ჩაეყარა საფუძველი ბაბილონეთის ამორეულ დინასტიას, რომელიც პირველი წარმომადგენლები არცთუ აქტიურად გამოდიოდნენ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. მათი მოღვაწეობა ძირითადად სამშენებლო საქმიანობით იფარგლებოდა. განსაკუთრებით გაძლიერდა ბაბილონეთი ამ დინასტიის მეექვსე მეფის ხამურაბის (ძვ. წ. 1792 - ძვ. წ. 1750) ზეობაში. ბაბილონეთის ტერიტორია ამ დროს მოიცავდა თითქმის მთელ შუამდინარეთს - სპარსეთის ყურიდან ჩრდილოეთით ვიდრე სირიის უდაბნომდე. იგი წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ და ცენტრალიზებულ დესპოტიად იქცა. ხამურაბი ფართო სამშენებლო მოღვაწეობას ეწეოდა, მის დროს შეიქმნა ბრწყინვალე არქიტექტურული ანსამბლები, გაფართოვდა საირიგაციო სისტემა, გაიყვანეს გზები, უფრო ფართოდ გავრცელდა ბრინჯაოს იარაღი და ხელსაწყოები. მან მოაწესრიგა ქვეყნის მმართველობა, შემოიღო ერთიანი კანონმდებლობა. მის დროს ბაბილონეთის საზოგადოება იყოფოდა ორ მთავარ ნაწილად - თავისუფალნი და არათავისუფალნი. მონების რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე თავისუფალთა. მონობა ამ პერიოდში ძირითადად საოჯახო მონობის სახით იყო წარმოდგენილი. სახელმწიფოს ნატურალური შემოსავლის უმთავრეს ნაწილს სამეფო მიწებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ძველბაბილონურ ხანაში არსებობდა სატაძრო და სათემო მიწებიც, იყო აგრეთვე კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ფონდი, ყიდვა-გაყიდვის უფლებით. სავაჭრო და სავახშო ოპერაციებს აწარმოებდნენ სავაჭრო აგენტები - თამქრები.

ხამურაბის გარდაცვალების შემდეგ ბაბილონეთი სწრაფად დაქვეითდა. მის მემკვიდრეებს გამუდმებული თავდაცვითი ომები უხდებოდათ ელამის, კასიტებისა და სხვების წინააღმდეგ, რომელთა შემოსევებიც დამთავრდა სამხრეთ შუამდინარეთში კასიტების სრული გაბატონებით (ძვ. წ. XVI საუკუნე). აღსანიშნავია რამდენიმე კასიტი მეფის მოღვაწეობა. აგუმ II, ბურნაბურიაშ I, ქურიგალზე I და ქადაშმან-ენლილ I აქტიურად აფართოებდნენ ბაბილონეთის ტერიტორიას, უმთავრესად ჩრდილოეთით. კასიტმა მეფეებმა გააერთიანეს შუმერი და აქადი. ქვეყანა კვლავ გაძლიერდა. აქადური ენა იმდროინდელი აღმოსავლეთის სამყაროს დიპლომატიური ენა გახდა. ბაბილონეთსა და ეგვიპტეს შორის ცხოველი სავაჭრო და დიპლატიური ურთიერთობა დამყარდა. ეგვიპტიდან შემოჰქონდათ ოქრო. კასიტურ ხანაში დაიწყო მიწათმფლობელობის ახალი ფორმის გავრცელება. სასახლესთან დაახლოებულ პირებს მეფე აძლევდა მიწის ნაკვეთებს და საგანგებო საბუთით უმტკიცებდა მასზე ხელშეუვალობის უფლებას. ამ საბუთის ტექსტს აწერდნენ ნაკვეთებში დადგმულ სამიჯნე ქვებზე - ქუდურეებზე. ასეთი ნაკვეთები მემკვიდრეობით გადადიოდა. ეს აძლიერებდა მიწათმფლობელებს და ასუსტებდა მეფის ხელისუფლებას. განვითარდა მეცხოველეობა, განსაკუთრებით მეცხენეობა. განვითარდა აგრეთვე ვაჭრობა. აღებ-მიცემობაში ფულის ფუნქციას ასრულებდა ოქროსა და ვერცხლის ზოდები, მაგრამ გაბატონებული მდგომარეობა მაინც ნატურალურ გაცვლა-გამოცვლას ეჭირა. ამავე დროს გაძლიერდა მითანის, ასურეთისა და ხეთების სამეფოები.

პოლიტიკური დაქვეითების ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაბილონეთი და ასურეთი VII - VI საუკუნეებში

კასიტურ მმართველებს თავდაპირველად კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ ასურეთთან, მაგრამ ძვ. წ. XIV საუკუნიდან მათი ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო ძვ. წ. XIII საუკუნეში ასურეთმა აგრესიული მოქმედება დაიწყო და ბაბილონეთის ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა. ქადაშმან-ენლილ II შეუკავშირდა ხეთების მეფე ხათუსილ III-ს, მაგრამ ვერც ამან დაიცვა ბაბილონეთი ასურეთის ახალი ექსპანსიისაგან. ასურეთის მეფემ თურქულთი-ნინირტა I-მა დალაშქრა ქვეყანა და დაანგრია ბაბილონი. ამავე პერიოდში დაეცა ხეთების სამეფო და კვლავ დაიწყო კასიტური ბაბილონეთის აღორძინება (განსაკუთრებით ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისში). ძვ. წ. 1155 წელს ელამელებმა დაარბიეს ბაბილონეთი და დაამხვეს კასიტების ძალაუფლება. ქვეყანა სათავეში ჩაუდგა ადგილობრივი წარმოშობის, ე. წ. ისინის II დინასტიის პირველი მეფე ნაბუქოდონოსორ I (ძვ. წ. 1146 - ძვ. წ. 1123), რომელმაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ელამელებთან და ასურელებთან ბრძოლაში. იგი შეეცადა აგრეთვე დაეპყრო სირია.

ახალბაბილონური სამეფო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალი ბაბილონის სამეფო ძვ. წ. 580 წლისთვის

სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობა ამ პერიოდში ძორითადად ისეთივე დარჩა, როგორც კასიტურ ხანაში. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე დამკვიდრდა ქალდეური ტომი, რომელიც ცდილობდა ბაბილონეთში გაბატონებას. ძვ. წ. 729 წელს ბაბილონეთი ასურეთმა დაიპყრო, ხოლი მისი აჯანყებების შემდეგ მთლიანად დაანგრია ქ. ბაბილონი (ძვ. წ. 689 და ძვ. წ. 648). მხოლოდ VII საუკუნის ბოლოს შეძლო ბაბილონეთმა ასურეთის ბატონობისაგან განთავისუფლება. ასურეთის მეფის ნაცვალი ბაბილონეთში, ქალდეელი ნაბუფალასარი, ქურუმობისა და სავაჭრო-მონათმფლობელურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით, განუდგა ასურეთს და თავი ბაბილონეთის მეფედ გამოაცხადა. ასურეთის წინააღმდეგ იგი მიდიელებს შეუკავშირდა, ასურეთის დაცემის შემდეგ, კიაქსართან ერთად გაიყო ასურეთის ტერიტორია. ასე შეიქმნა ახალი ბაბილონის სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ნაბოფალასარის მემკვიდრის ნაბუქოდონოსორ II-ია (ძვ. წ. 604 - ძვ. წ. 562) ზეობაში. საშინაო პოლიტიკაში იგი ქურუმობას ეყრდნობოდა. დაპყრობითს ომებს ძირითადად სირიისა და პალესტინის წინააღმდეგ აწარმოებდა. ძვ. წ. 586 წელს ნაბუქოდონოსორ II-მ დაანგრია იერუსალიმი და ბაბილონეთში გადაასახლა 70 ათ. ებრაელი (ე. წ. ბაბილონის ტყვეობა), ძვ. წ. 574 ცამეტწლიანი ალყის შემდეგ აიღო ტვიროსი. წარმატებით ილაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ და უზრუნველყო ბაბილონეთის უშიშროება (პალესტინის სამხრეთ საზღვარზე). ამ პერიოდში ბაბილონეთი მიდიასთან ერთად წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. ახალბაბილონურ ეპოქაში ქალაქებმა შეიძინეს სავაჭრო- ხელოსნური ცენტრების მნიშვნელობა, მოიპოვეს მთელი რიგი პრივილეგიები და პოლიტიკური თვითმმართველობა, განსაკუთრებით აღორძინდა ბაბილონი, რომლის სწორ და განიერ ქუჩებს ამშვენებდა ლამაზად ნაგები სახლები და დიდი მოედნები. იგი მთელი წინა აზიის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა (აღსანიშნავია „ეგიბის ძეთა სავაჭრო სახლი“ ბაბილონში და „მურაშუს ძეთა სავაჭრო სახლი“ ნიფურში). გაჩნდა მონათა ექსპლოატაციის ახალი თავისებური ფორმა - მონების ნაწილს ფართო სააღებმიცემო საქმიანობის უფლება ეძლეოდა. ნაბუქოდონოსორ II-ის სიკვდილის შემდეგ ტახტი მისი უნიათო მემკვიდრეების საცილო გახდა. ქურუმთა ძლიერი ფენის მხარდაჭერით ძვ. წ. 555 გამეფდა ნაბონიდი. ორი წელი მან მოანდომა მღელვარებათა ჩახშობას სირიასა და პალესტინაში, ხოლო როცა გადაწყვიტა სამეფო რეზიდენცია ქვეყნის ჩრდილოეთით, თავის მშობლიურ ქალაქ ხარანში გადაეტანა, უკმაყოფილო ქურუმობამ იგი ფაქტობრივად ჩამოაცილა ტახტს და ბაბილონეთში მისი ძე ბალთაზარი გაამეფა.

მალე არასახარბიელოდ შეიცვალა საგარეო ვითარებაც. თითქმის მთელი წინა აზია დაიპყრო გაძლიერებულმა აქემენიდთა სახელმწიფომ. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონს, კიროს II მიადგა. მას მიემხრნენ ბაბილონელი ვაჭრები, რომლებსაც კიროს II-ის დაპყრობთა შედეგად ხელიდან ეცლებოდა ნაბონიდის უკმაყოფილო ქურუმები. მოღალატეებმა ქალაქის კარი გაუღეს კიროსს, რომელმაც თითქმის უბრძოლველად აიღო იგი, შემდეგ მოკლა ბალთაზარი, დაატყვევა და კარმანიაში გაგზავნა ნაბონიდი. თუმცა სპარსეთის მეფეები ძვ. წ. 482-მდე თავს ნომინალურად ბაბილონეთის მეფეებად აცხადებდნენ, ფაქტობრივად ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

ბაბილონური სამართალი ძველი მესოპოტამიისთვის არ იყო ორიგინალური. ჯერ კიდევ შუმერებმა არაერთხელ შექმნეს კანონების კრებული, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ მეფე ხამურაბის იურისტები ხამურაბის კანონების შექმნისას. მიუხედავად ამისა, ბაბილონელმა იურისტებმა ჩაატარეს უდიდესი სამუშაო კანონების შეგროვებას, კლასიფიკაციასა და განზოგადებაში.

ხამურაბის კანონები ფართოდ იყო გავრცელებული ბაბილონეთის ფარგლებს გარეთ მთელს მესოპოტიმიასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. მას იწერდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში და სანამ არსებობდა სოლისებრი დამწერლობა, მანამდე აქტუალირი იყო ხამურაბის კანონებიც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]