ნაბუქოდონოსორ II
ნაბუქოდონოსორ II | |
---|---|
არაბ. نِبُوخَذنِصَّر | |
ბაბილონეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 605 |
მმართ. დასასრული: | 562 |
წინამორბედი: | ნაბოპალასარი |
მემკვიდრე: | ამელ-მარდუქი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 634 |
გარდ. თარიღი: | 562 |
გარდ. ადგილი: | ბაბილონი |
შვილები: | ამელ-მარდუქი |
მამა: | ნაბოპალასარი |
ნაბუქოდონოსორ II (არაბ. نِبُوخَذنِصَّر დ. ძვ. წ. 634 — გ. ძვ. წ. 562) — ახალი ბაბილონის მეფე ძვ. წ. 605 — ძვ. წ. 562 წლებში. ბიბლიის თანახმად, მან დაიპყრო იუდეა და იერუსალიმი, საიდანაც გადაასახლა ებრაელები. მას მიეწერება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აშენება და სოლომონის ტაძრის დანგრევა. იგი მოხსენიებულია დანიელ წინასწარმეტყველისა და ბიბლიის რამდენიმე წიგნში.
ეგვიპტესთან ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვენს წელთაღრიცხვამდე 601 წლის დეკემბერში ნაბუქოდონოსორი ეგვიპტის საზღვარს მიუახლოვდა. სასტიკ ბრძოლაში ეგვიპტელებმა გაიმარჯვეს. ნაბუქოდონოსორი ვალდებული გახდა უკან დაეხია და დაბრუნებულიყო ბაბილონში. ამ ბრძოლის შედეგად ნაბუქოდონოსორის ლაშქარი ძალიან დასუსტდა, მათ 20 თვე დასჭირდათ ბრძოლისუნარიანობის აღდგენისთვის. ეგვიპტემაც აგრეთვე დიდი ზარალი მიიღო, ამ ბრძოლის შემდეგ ნექომ გადაწყვიტა არ ეომა ბაბილონთან აზიური პროვინციებისთვის.
იერუსალიმის აღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვენ წელთაღრიცხვამდე 586 წ. ზაფხულს აპრიის ლაშქარი ისევ აღმოჩნდა სამხრეთით, ის ემუქრებოდა ბაბილონს რომელმაც, იერუსალიმს ალყა შემოარტყა მაგრამ, განიდევნა და 586 წლის 18 ივლისს ეპიდემიითა და შიმშილით დასუსტებული იერუსალიმი დაეცა.
მხედართმთავრებს შორის რომლებიც, მონაწილეობას იღებდნენ იერუსალიმის აღებაში გამოირჩეოდა ნეგრალ-შარ-უცური, ბაბილონის მომავალი მეფე. მეფე სედეკიამ სცადა გაქცევა მაგრამ ის იერიხონთან დაიჭირეს, და ბრმად დააბრუნეს ბაბილონში. სოლომონის ტაძარი დაანგრიეს, ხოლო იერუსალიმი დაწვეს. ომის შემდეგ გადარჩენილი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანეს.