ნაბუქოდონოსორ I
იერსახე
ნაბუქოდონოსორ I — ბაბილონის მეფე. ე. წ. IV დინასტიის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი (ძვ. წ. 1146-ძვ. წ. 1123 წწ.). წარმატებით ებრძოდა ასურეთს, მდინარე ევლეზე ბრძოლაში გაანადგურა ელამელები, ილაშქრა ხმელთაშუაზღვისპირეთში. მის დროს გაიზარდა ბაბილონის ტერიტორია და განმტკიცდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 282.