შავი პოლკოვნიკები
შავი პოლკოვნიკები, ან პოლკოვნიკთა რეჟიმი (ბერძ. Δικτατορία των Συνταγματαρχών) ან უბრალოდ ხუნტა (ბერძ. η Χούντα) — სამხედრო დიქტატურა საბერძნეთში 1967–1974 წლებში, რომელსაც სათავეში ედგნენ გეორგიოს პაპადოპულოსი და დიმიტრიოს იოანიდისი. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ გადატრიალების გზით 1967 წლის 21 აპრილს და ერთ დღეში მთელს საბერძნეთს აკონტროლებდნენ. მთელი მინისტრთა კაბინეტი დააპატიმრეს, წინააღმდეგობა ვერც საბერძნეთის მეფე კონსტანტინემ გასწია და იძულებული გახდა პოლკოვნიკებთან ეთანამშრომლა.
მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წლის გადატრიალება მემარჯვენეთა და მემარცხენეთა 30-წლიანი დაპირისპირების შედეგი იყო, რომელიც სათავეს მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთის წინააღმდეგობის მოძრაობიდან იღებს. 1944 წელს საბერძნეთის ფაშისტებისგან გათავისუფლების შემდეგ, კომუნისტების მიერ მხარდაჭერილ წინააღმდეგობის მოძრაობის ძალებსა და დევნილობიდან დაბრუნებულ მთავრობას შორის დაიწყო სამოქალაქო ომი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტ ბერეტი, საბერძნეთში ხუნტის აღმოცენება
- მეტ ბერეტი, 17 ნოემბერი. კვიპროსი და ხუნტის დაცემა