შინაარსზე გადასვლა

იემენის გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იემენის გაერთიანება მოხდა 1990 წლის 22 მაისს, როდესაც იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია (ასევე ცნობილია როგორც სამხრეთ იემენი) გაერთიანდა იემენის არაბთა რესპუბლიკასთან (ასევე ცნობილია როგორც ჩრდილოეთ იემენი ) და ჩამოაყალიბა იემენის რესპუბლიკა (ცნობილია როგორც ე.წ. უბრალოდ, იემენი).

1990 წლამდე ჩრდილოეთ იემენი (სტაფილოსფერი) და სამხრეთ იემენი (ლურჯი).

ჩრდილოეთ იემენი სახელმწიფო გახდა ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ 1918 წლის ნოემბერში. ადენს, რომელიც მდებარეობს სამხრეთ იემენში, განაგებდა ბრიტანული ინდოეთი, როგორც მის შემადგენელ ნაწილს, ხოლო 1937 წელს განცალკევდა და გახდა ბრიტანული კოლონია, რომელსაც გააჩნდა საკუთარი უფლებები და აღარ მოიაზრებოდა ბრიტანული ინდოეთის ნაწილად. სამხრეთ იემენის დიდი ნაწილი იყო ბრიტანეთის პროტექტორატი, რომელიც ეფექტიანად იმართებოდა კოლონიური კონტროლის ქვეშ. ცივი ომის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა მარიონეტული ომები. კონფლიქტის ამ სახეობამ იემენშიც იჩინა თავი და აჯანყდა სამხრეთ იემენი, რომელსაც მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი. აჯანყებას მეთაურობდა ორი ნაციონალისტური პარტია, რამაც გამოიწვია გაერთიანებული სამეფოს მხრიდან აღნიშნული ტერიტორიის გაერთიანება და 1967 წელს მან დატოვა მისი ყოფილი კოლონია.

ჩრდილოეთ იემენის სამოქალაქო ომის შემდეგ, ჩრდილოეთმა დააარსა რესპუბლიკური მთავრობა, რომელიც მოიცავდა ტომების წარმომადგენლებსაც. იგი სარგებლობდა ნავთობის ზომიერი შემოსავლებით და იღებდა გზავნილებს მისი მოქალაქეებისგან, რომლებიც მუშაობდნენ სპარსეთის ყურის მდიდრულ არაბ��ლ სახელმწიფოებში. 1980-იან წლებში მისი მოსახლეობა 12 მილიონი იყო, სამხრეთ იემენთან 3 მილიონიანი განსხვავებით. [1]

სამხრეთ იემენი განვითარდა, როგორც, ძირითადად, სეკულარული [2] საზოგადოება, რომელსაც მართავდა ჯერ ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტი, რომელიც მოგვიანებით იემენის მმართველ სოციალისტურ პარტიას შეურთდა. ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხრეთ იემენის ერი მნიშვნელოვან საგარეო დახმარებას და სხვა ტიპის დახმარებებს იღებდა სსრკ- სგან. [3]

1972 წლის ოქტომბერში, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ბრძოლა დაიწყო. ჩრდილოეთ იემენს ამარაგებდა საუდის არაბეთი, ხოლო სამხრეთ იემენს ამარაგებდა საბჭოთა კავშირი. ბრძოლა ხანმოკლე იყო და კონფლიქტი დასრულდა 1972 წლის 28 ოქტომბერს კაიროს შეთანხმებით, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის გაერთიანების გეგმა უნდა შექმნილიყო. [4] [5]

საბრძოლო მოქმედებები კვლავ დაიწყო 1979 წლის თებერვალსა და მარტში: სამხრეთ იემენმა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთით აჯანყებულებს დახმარება მიაწოდა ნაციონალური დემოკრატიული ფრონტის მიერ და საზღვარიც გადაკვეთეს. [6] სამხრეთის ძალებმა გააკეთეს ყველაფერი რომ გამოეხსნათ ქალაქი ტაიზი . [7] [8] ისევ ჩრდილოეთ იემენს უჭერდნენ მხარს ანტიკომუნისტური საუდის არაბეთი და ტაივანი, საუდის არაბეთი და ფარულად საუდის სამეფო საჰაერო ძალების სახელით 1979 წლიდან 1990 წლამდე ეხმარებოდნენ ჩრდილოეთ იემენს. ეს კონფლიქტიც ასევე ხანმოკლე აღმოჩნდა. [9]

1980-იანი წლების ბოლოს, ნავთობის ძიებამ ორ ქვეყანას შორის საზღვარზე, მარიბს, ჩრდილოეთ იემენსა და შაბვაჰის გუბერნატორიას შორის სამხრეთით, აღძრა ინტერესი იქ არსებული რესურსების ათვისებისკენ, ორივე ქვეყნის ეკონომიკის ასამაღლებლად. [10] 1988 წლის მაისში, ორივე მთავრობამ გააცნობიერა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა დაძაბულობა, მათ შორის გამოითქვა შეთანხმებები, რომ უნდა განაახლონ გაერთიანების საკითხთან დაკავშირებული დისკუსიები, შექმნან ერთობლივი ნავთობის საძიებო უბანი მათ განუსაზღვრავ საზღვარზე, რომელსაც დაერქმეოდა ნავთობკომპანიის ერთობლივი ინვესტიცია, ნავთობის კომპანია ჰანტის და ექსსონის მიერ. . [11] იმავე თვეში მათ ჩამოაყალიბეს იემენის კომპანია მინერალებისა და ნავთობის რესურსების ინვესტიციისთვის (YCIMOR). [12]

1989 წლის ნოემბერში ალი აბდალა სალეჰმა ჩრდილოეთ იემენიდან და სამხრეთ იემენიდან ალი სალემ ალ ბეიდჰიმ ერთობლივად მიიღეს 1981 წელს თავდაპირველად შედგენილი ერთიანობის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მოიცავდა იემინელთა მიერ დემილიტარიზებულ სასაზღვრო ზოლს და სასაზღვრო ზოლის გადალახვის პირობას ერთადერთი დოკუმენტით, ეროვნული პირადობის მოწმობის საფუძველზე. დედაქალაქად დასახელდა სანა .

ალი სალეჰმა აღმართა იემენის დროშა, მის უკან კი დგას ალი სალემ ალ ბეიდჰი.

იემენის რესპუბლიკა გამოცხადდა 1990 წლის 22 მაისს. ალი აბდალა სალეჰი ჩრდილოეთიდან გახდა სახელმწიფოს მეთაური და ალი სალემ ალ ბეიდჰი სამხრეთიდან გახდა მთავრობის მეთაური. ორი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გაერთიანების დასრულების ვადად 30-თვიანი გარდამავალი პერიოდი დაინიშნა. საპრეზიდენტო საბჭო ერთობლივად აირჩია იემენის არაბთა რესპუბლიკის 26-კაციანმა საკონსულტაციო საბჭომ და 17-კაციანმა სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის იემენის პრეზიდიუმმა. საპრეზიდენტო საბჭომ დანიშნა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შექმნა კაბინეტი. აქვე იყო 301 ადგილიანი დროებითი ერთიანი პარლამენტი, რომელიც ჩრდილოეთიდან წარმოდგენილი იყო 159 წევრით, სამხრეთიდან 111 წევრით და 31 დამოუკიდებელი წევრით, რომლებიც დაინიშნა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

კონსტიტუციის ერთიანობაზე შეთანხმდნენ 1990 წლის მაისში და მოსახლეობის მიერ რატიფიცირებული იქნა 1991 წლის მაისში. ამ ფაქტმა დაადასტურა იემენის ერთგულება თავისუფალი არჩევნების, მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის, კერძო საკუთრების უფლების, კანონის შესაბამისად თანასწორობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემისადმი. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1993 წლის 27 აპრილს. საერთაშორისო ჯგუფები ხელს უწყობდნენ არჩევნების ორგანიზებას და აკვირდებოდნენ კენჭისყრის მიმდინარე პროცესს. შედეგად პარლამენტში შევიდა 143 წარმომადგენელი გენერალური სახალხო კონგრესიდანდან, 69 იემენის სოციალისტური პარტიიდან (YSP), 63 ისლა-დან (ერის უდიდესი ისლამისტური პარტია), 6 ბაათისტი, 3 ნასერიზმის კავშირის სახალხო ორგანიზაციიდან, 2 ალ ჰაკიდან და 15 დამოუკიდებელი წევრი. ახალმა პარლამენტმა მყარად წარმოაჩინა ჩრდილოეთი. მიუხედავად იმისა, რომ YSP-მ ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა კენჭისყრით, იგი ყველაზე ნაკლებად იყო დასახელებულ სამხრეთში და ამიტომ ახალი კოალიციის მთავრობის უმნიშვნელო ნაწილად ითვლებოდა. [13] ისლაას მეთაური, აბდულა იბნ ჰუსეინ ალ-აჰმარი გახდა პარლამენტის სპიკერი. ისლაა მიიწვიეს მმართველ კოალიციაში, ხოლო საპრეზიდენტო საბჭო შეიცვალა, რომელშიც შედიოდა ისლაას ერთი წევრი.

როდესაც ნავთობის ახალი ველი აღმოაჩინეს ჰადრამავთის გუბერნატორიაში სამხრეთით, სამხრეთელებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ მათი მიწა, ქვეყნის ნავთობის მარაგების უმეტესი ნაწილი, უკანონოდ იქნა მითვისებული და ეს ფაქტი აღიქვეს, როგორც ჩრდილოეთ იემენის მმართველების მიერ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილი. [14] [15] [16]

ამ ყველაფერთან ერთად, ახლად გაერთიანებულმა ქვეყანამ პოლიტიკური კრიზისი განიცადა, როდესაც, დაახლოებით, იემენის 800,000 მოქალაქე და საზღვარგარეთ მყოფი მუშახელი, საუდის არაბეთიდან უკან, იემენში გამოაგზავნეს, რადგან იემენმა გადაწყვიტა მხარი არ დაეჭირა კოალიციის ძალებს სპარსეთის ყურის ომში . ამ დასაქმებულთა გზავნილები, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილს შეადგენდა. შემოსავალი შემცირდა და ბევრი იემენელი განთავსდა ლტოლვილთა ბანაკებში, მაშინ როდესაც მთავრობამვერ გადაწყვიტა, სად უნდა დაესახლებინათ ისინი და როგორ მოეხდინათ მათი სამუშაო ძალის განმეორებით ინტეგრირება ქვეყნის შემადგენლობაში. ამ იემინელთა რეპატრიაციამ სწრაფად გაზარდა ერის მოსახლეობა 7% -ით. [17] [18]

კოალიციის შიგნით არსებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია ვიცე-პრეზიდენტის ალი სალემ ალ ბეიდჰის ადენში გადასახლება 1993 წლის აგვისტოში და ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება, რადგან პოლიტიკური მეტოქეები კვლავ აგრძელებდნენ დავებს და დაინტერესებული ელემენტები სარგებლობდნენ მოუგვარებელი ვითარებით. ყოფილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ აბუ-ბაქ ალ-ატასი აგრძელებდა იემენის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, მაგრამ მისი მთავრობა არაეფექტიანი იყო პოლიტიკური შეტაკებების გამო. ჩრდილოეთ და სამხრეთ ლიდერებს შორის უწყვეტმა მოლაპარაკებებმა გამოიწვია 1994 წლის 20 თებერვალს, ამანი, იორდანიის დაპირების და შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერა. ამის მიუხედავად, შეტაკებები გააქტიურდა მანამ, სანამ არ დაიწყო სამოქალაქო ომი 1994 წლის მაისის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ ერთ – ერთი ინსტიტუტი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული, იყო ორივე ქვეყნის სამხედრო შეიარაღება.

1994 წლის 21 მაისს სამხრეთელმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს და დააარსეს იემენის დემოკრატიული რესპუბლიკა (DRY), მაგრამ ახალი სახელმწიფო არ იქნა აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ალი ნასირ მუჰამედი, სამხრეთ იემენის გადასახლებული ლიდერი, დაეხმარა სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. [19]

ადენი დააპატიმრეს 1994 წლის 7 ივლისს. ჩრდილოეთის მთავრობამ მათ წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიებ გაატარნა. 1994 წლის ზაფხულში იემენში, სამხრეთელთა უკმაყოფილების ნიადაგზე, კვლავ დაიწყო ახალი შიდა კონფლიქტი რასაც 7,000 ადამიანი შეეწირა, ათასობით კი დაიჭრა. სხვა წინააღმდეგობები სწრაფად დაიშალა და ათასობით სამხრეთელი ლიდერი და სამხედრო პირი გადავიდნენ გადასახლებაში.

სამოქალაქო ომის შემდეგ, იემენის სოციალისტური პარტიის ლიდერებმა მოახდინეს პარტიის რეორგანიზაცია და 1994 წლის ივლისში აირჩიეს ახალი პოლიტიკურ ბიურო . თუმცა პარტია იმედგაცრუებული დარჩა, რადგან აღარ გააჩნდა ძველი გავლენები.

1994 წელს, ერთიანობის კონსტიტუციაში შესწორებულმა ცვლილებებით მოიშალა საპრეზიდენტო საბჭო. პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი პარლამენტმა აირჩია 1994 წლის 1 ოქტომბერს 5 წლის ვადით. კონსტიტუცია ითვალისწინებდა, რომ ამიერიდან პრეზიდენტი უნდა აირჩეს ხალხის კენჭისყრით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ წარდგენილიი მინიმუმ ორი კანდიდატისაგან.

დასავლური სტილის სამთავრობო სისტემის მიღების შემდეგ, იემენმა პირველი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა 1999 წლის სექტემბერში, პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი 5 წლის ვადით აირჩია, რაც ზოგადად განიხილებოდა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. იემენმა მეორე მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები 1997 წლის აპრილში ჩაატარა. 2000 წლის ზაფხულში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საპრეზიდენტო ვადა 2 წლით გაგრძელდა, რითაც შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2006 წლამდე გადავიდა. ცვლილებებმა ასევე პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 6 წლით გახანგრძლივა და არჩევნები გადავიდა 2003 წელს. 2001 წლის 20 თებერვალს, ახალმა საკონსტიტუციო ცვლილებამ შექმნა ორპალატიანი სისტემა რომელიც შედგება შურას საბჭოსგან (111 ადგილი; პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები) და წარმომადგენელთა პალატისგან (301 ადგილი; წევრები, რომლებიც არჩეულია ხალხის ხმით). ამჟამად, იემენი დომინანტ-პარტიული სისტემაა, რომელსაც გენერალური სახალხო კონგრესი ჰყავს ძალაუფლების სათავეში.

განხეთქილებები და პრობლემები გაგრძელდა, სამხრეთ ნაწილში კვლავ პრეტენზიებს გამოთქვამენ უსამართლო მმართველობასთან დაკავშირებით. [20] ამან ხელი შეუწყო პოპულარულ მოძრაობას სახელწოდებით სამხრეთ იემენის მოძრაობა, რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელი სამხრეთ სახელმწიფოს დაბრუნებას. [21] 2015 წელს, საუდის არაბეთსა და ირანს შორის მარიონეტული ომის შედეგად, იემენი კვლავ შეიჭრა სამოქალაქო ომში, რომელიც დღემდე გრძელდება.

  • 1993 წელს გამოიცა პირველი მონეტები იემენის რესპუბლიკისთვის, რომელსაც იემენის რიალები ეწოდება.
  • იემენის რესპუბლიკის დედაქალაქი არის ჩრდილოეთის ძველი დედაქალაქი სანა .
  • სამხრეთის „გაერთიანებული რესპუბლიკა“ გახდა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი.
  • 26 სექტემბერი და 14 ოქტომბერი ორივე აღინიშნება, როგორც რევოლუციის დღე: ჩრდილოეთის რევოლუცია იმამების წინააღმდეგ, ხოლო სამხრეთელების რევოლუცია ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ .
  • 30 ნოემბერი აღინიშნება დამოუკიდებლობის დღედ, რადგან ეს არის სამხრეთით ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღეს. საპირისპიროდ, 1 ნოემბერს ჩრდილოეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, როგორც ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლების დღეს.
  • იემენის რესპუბლიკამ შეინარჩუნა ჩრდილოეთის გაეროს სახელი, იემენი, სამხრეთის დემოკრატიული იემენისგან განსხვავებით.
  • იემენის რესპუბლიკა იღებს პასუხისმგებლობას ყველა ხელშეკრულებაზე და მისი წინაპრების ვალებზე.
  • იემენის რესპუბლიკამ შეინარჩუნა სამხრეთის გუბერნატორების სისტემა (მუჰაფაზა) და გაყო ჩრდილოეთის ლივა (პროვინციები) მცირე გუბერნატორებად და დატოვა იემენის ამჟამინდელი გუბერნატორები .
  • იემენის რესპუბლიკა იყენებს ჩრდილოეთის სატელეფონო კოდს, +967, სამხრეთი კი +969.
  • Steven C. Caton Yemen p. 59 ABC-CLIO, 2013 ISBN 159884928X
  • Abdul Ali (1996). Islamic Dynasties of the Arab East: State and Civilization During the Later Medieval Times. M.D. Publications Pvt. Ltd. p. 94. ISBN 8175330082.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jonsson, Gabriel, Towards Korean reconciliation: socio-cultural exchanges and cooperation, Ashgate Publishing, Ltd., 2006, pages 38-48
  2. Laessing, Ulf, Women of southern Yemen port remember better times დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. Reuters, January 22, 2010
  3. Gart, Murray, South Yemen New Thinking in a Marxist Land დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine. , Time, January 09, 1989
  4. CIA Study on Yemeni Unification
  5. Gause, Gregory, Saudi-Yemeni relations: domestic structures and foreign influence, Columbia University Press, 1990, page 98
  6. Hermann, Richard, Perceptions and behavior in Soviet foreign policy, University of Pittsburgh Pre, 1985, page 152
  7. Hoagland, Edward, Balancing Acts[მკვდარი ბმული], Globe Pequot, 1999, page 218
  8. Interview with Al-Hamdani Middle East Research and Information Reports, February 1985
  9. Burrowes, Robert, Middle East dilemma: the politics and economics of Arab integration, Columbia University Press, 1999, pages 187 to 210
  10. Whitaker, Brian, The Birth of Modern Yemen დაარქივებული 2011-01-23 საიტზე Wayback Machine. , e-book available at Al-Bab, 1979
  11. CIA, page 3
  12. Ismael, Sharif, Unification in Yemen: Dynamics of Political Integration, Thesis paper written for Wadhamn College, 2001, page 24
  13. Enders, Klaus-Stefan, Republic of Yemen: selected issues, International Monetary Fund Report, 2001
  14. Enders, 2001, page 10
  15. May 2009 speech by former South Yemen President დაარქივებული 2012-07-12 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Ali Salim al-Beidh
  16. Enders, Klaus-Stefan, Yemen in the 1990s: from unification to economic reform, International Monetary Fund, 2002, page 4
  17. Foad, Hisham, The Effect of the Gulf War on Migration and Remittances დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. , Department of Economics paper, San Diego State University, December 2009
  18. Whitaker, Brian, Pawns of War live in forgotten Yemen camps დაარქივებული 2010-11-19 საიტზე Wayback Machine. , The Guardian, repreinted in Al-Bab, 7 January 1993
  19. Hedges, Chris, In Yemen's Civil War, South Fights On, Gloomily, New York Times, May 16, 1994
  20. Haley Edwards, "In south of Yemen, talk of rebellion is rife" in Los Angeles Times (May 18, 2010) at page 3.
  21. „Is South Yemen Preparing to Declare Independence?“. Time. 2011-07-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-23. ციტირების თარიღი: 2020-05-17.