შინაარსზე გადასვლა

ჯერალდ ფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯერალდ რუდოლფ ფორდი, უმც.
Gerald Rudolph Ford, Jr.
ჯერალდ რუდოლფ ფორდი, უმც. Gerald Rudolph Ford, Jr.
აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აგვისტო, 1974 – 20 იანვარი, 1977
ვიცე-პრეზიდენტი  არავინ (1974 წ. აგვისტო–დეკემბერი)
ნელსონ როკფელერი (1974-1977)
წინამორბედირიჩარდ ნიქსონი
მემკვიდრეჯიმი კარტერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 დეკემბერი, 1973 – 9 აგვისტო, 1974
პრეზიდენტირიჩარდ ნიქსონი
წინამორბედისპირო აგნიუ
მემკვიდრენელსონ როკფელერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1949 – 6 დეკემბერი, 1973

დაბადებული14 ივლისი, 1913
ომაჰა, ნებრასკა
გარდაცვლილი26 დეკემბერი, 2006 (93 წლის)
რანჩო მირიჯი, კალიფორნია
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლებეტი ფორდი
საქმიანობაადვოკატი
ხელმოწერა

ჯერალდ რუდოლფ ფორდი, უმც. (ინგლ. Gerald Rudolph Ford; დაბადების სახელი ლესლი ლინჩ კინგი, უმც., ინგლ. Leslie Lynch King, Jr.; დ. 14 ივლისი, 1913 ― გ. 26 დეკემბერი, 2006) — აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი (1974–1977) და მე-40 ვიცე-პრეზიდენტი (1973–1974) რესპუბლიკური პარტიიდან.

ვიცე-პრეზიდენტობამდე ფორდი დაახლოებით 25 წელი წარმომადგენელთა პალატის წევრი და 8 წელი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი იყო.

1973 წელს სპირო აგნიუს გადადგომის შემდეგ ფორდი გახდა პირველი დანიშნული ვიცე-პრეზიდენტი კონსტიტუციის 25-ე შესწორების პირობების მიხედვით და რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტად გახდომისას ერთადერთი პიროვნება იყო ამ პოსტზე, რომელიც არჩეული არ ყოფილა.

პრეზიდენტის რანგში ფორდმა ჰელსინკის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ცივი ომის დროინდელი დაძაბულობის შენელებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ვიეტნამმა სამხრეთი დაიპყრო, მისი პრეზიდენტობის მე-9 თვეს, აშშ-ის მონაწილეობა ვიეტნამში დასრულდა. ფორდის პრეზიდენტობისას ინფლაციის ზრდა და რეცესია იყო, რის გამოც ეკონომიკა დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ცუდი მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი ერთ-ერთი საკამათო გადაწყვეტილება რიჩარდ ნიქსონის შეწყალება იყო. 1976 წელს ფორდმა რონალდ რეიგანის მცირე სხვაობით დამარცხებით რესპუბლიკელთა ნომინაცია მოიპოვა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ჯიმი კარტერთან დამარცხდა.

ფორდი 2006 წლის 26 დეკემბერს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ის აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები პრეზიდენტი იყო, გაუსწრო რა რონალდ რეიგანს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]