უწერა
სოფელი | |
---|---|
უწერა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი |
თემი | უწერა |
კოორდინატები | 42°38′08″ ჩ. გ. 43°32′22″ ა. გ. / 42.63556° ჩ. გ. 43.53944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1050 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 260[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
უწერა — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უწერა, ნაკიეთი, ნიგავზები, ფარავნეში). მდებარეობს მდინარე რიონის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1050 მეტრი, ონიდან 10 კილომეტრი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 260 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 412 | 187 | 225 |
2014[1] | 260 | 124 | 136 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფეოდალურ ხანაში უწერა შედიოდა რაჭის ანუ რაჭა-თაკვერის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე IV-მ რაჭაში ლაშქრობის დროს გადაწვა უწერა.
სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიის (ვახუშტი ბაგრატიონი მას „სიონად“ მოიხსენიებს) ნანგრევები, გრანიტის ქვით ნაგები წმ. გიორგის სახელობის მომცრო დარბაზული ეკლესია, რომლის ორი კედელი მოგვიანებით რიყის ქვით არის აღდგენილი. სოფლის მახლობლად ფეოდალური ხანის ციხისა და 3 ეკლესიის ნანგრევებია.
ვახუშტი ბაგრატიონი უწერის შესახებ წერს:
1901 წლის მონაცემებით უწერის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 7 სოფელს და 3693 ადამიანს.[3]
კურორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5 °C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უშვერიძე გ. მეტრეველი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 199.
- ალადაშვილი ბ. საოჯახო მ��დიცინა. გვ. 493. თბილისი, 1984.
- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 768. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ Кавказскій календарь на 1902 годъ, Тифлись, 1901, стр. 86.
|