მასალა ვიკიპედიი��ან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიორა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[1]
ხალხური თქმულების მიხედვით თავდაპირველად ჭიორელებს ფასის მთის იქით თურმე უცხოვრიათ. აქ მათ თათრები (ჩრდილოეთის ტომები) მეტისმეტად ავიწროებდნენ. ამიტომ ჭიორელებს ღებელებისათვის უთხოვიათ ღების ფარგლებში გადმოსახლების ნებართვა. ღებელებს მათთვის „სარჩევი“ მიუციათ, თუ სად გსურთ დასახლებაო. ჭიორელებს თურმე ის ჭალა უთხოვიათ, სადაც ბევრი „მწიორი“ ბუდებულა (მწიორს აქ უწოდებენ: მელას, კვერნას, კურდღელს, თრითინას და სხვა ამგვარ ცხოველს). ღებელებს მათთვის ეს ადგილი დაუთმიათ და სოფელსაც აქედან ჭიორა დარქმევია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 116 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1901[2] |
1125 |
600 |
525
|
2002[3] |
235 |
94 |
141
|
2014[1] |
116 |
57 |
59
|