ტყვიავი
სოფელი | |
---|---|
ტყვიავი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტყვიავი |
კოორდინატები | 42°09′28″ ჩ. გ. 44°03′59″ ა. გ. / 42.15778° ჩ. გ. 44.06639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 770 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2413[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ტყვიავი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მარანა, ფლავი, ფლავისმანი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს. გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 770 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი. 1921 წლისთვის ტყვიავი იყო გორის მაზრაში არსებული რაიონის ცენტრი, რომელშიც რამდენიმე თემი ერთიანდებოდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1903 წლის 12 მაისს სოფელში გლეხებმა განიხილეს ქუთაისის გუბერნიის გლეხთა რევოლუციური მოძრაობის საკითხი. გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მამასახლისის მიერ დაწესებული გადასახადის გადახდაზე.
1905 წლის 16 დეკემბერს რევოლუციონერების ჯგუფმა განაიარაღა სოფლის პოლიციის ზედამხედველთა საგუშაგო. ტყვიავის მოსახლეობამ არ აცნობა ხელისუფლებას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ამის გამო ტყვიავის მაზრის მოსახლეობა მთავრობამ 500 მანეთით დააჯარიმა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2413 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2845 | 1410 | 1435 |
2014[1] | 2413 | 1199 | 1214 |
ცნობილი პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტყვიავში დაიბადნენ:
- ზაქარია კეცხოველი — სოფლის მეურნეობის მუშაკი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე;
- ნიკო კეცხოველი — ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე;
- ქართლოს მარადაშვილი — მსახიობი;
- ზურაბ ჩიხლაძე — ინჟინერი;
- მარიამ ჩიხლაძე — სოფლის მეურნეობის მუშაკი, სოციალისტური შრომის გმირი.
წარმოშობით ტყვიავიდან არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2004–2006) ირაკლი ოქრუაშვილი.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტყვიავის გორასამარხები
- ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია
- ტყვიავის წმინდა გიორგის ეკლესია
- ხარის გორა
- ლადო კეცხოველის სახლ-მუზეუმი
- ტყვიავის არალეგალური სტამბა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 87.
- ბერძენიშვილი ც., ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 87.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ტყვიავში არჩევნები ბადრი ბასიშვილმა ოქრუაშვილს მოუგო. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. qartli.ge (2020-11-03). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.