შინაარსზე გადასვლა

რევაზ მიშველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რევაზ მიშველაძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1940(1940-01-01)[1] (84 წლის)
დაბადების ადგილი ბაბუშარა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და ნოველისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი
მეუღლე ნათელა გოგორიშვილი
შვილ(ებ)ი არჩილ მიშველაძე

რევაზ მიშველაძე (დ. 1 იანვარი, 1940, ბაბუშარა, სოხუმის რაიონი) — ქართველი მწერალი და ნოველისტი.

დაიბადა მამამისის — პედაგოგიკის პროფესორის აქვსენტი მიშველაძისა (1915-2005) და დედამისის — ქართულის მასწავლებლის თინა გველესიანის (1920-2006) ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს. ბავშვობა გაატარა მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში, სადაც იზრდებოდა 7 წლამდე. 1947 წელს შეიყვანეს ქუთაისის ვაჟთა № 7-ე სკოლაში, სადაც სწავლობდა 1954 წლამდე. 1954 წელს გადაიყვანეს ქუთაისის №4-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს. 1958 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც პირველი კურსიდანვე სასწავლებლად გადავიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1964 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1964-1966 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები.

1966 წლიდან 2006 წლამდე უწყვეტლივ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი ბოლო ოცი წელი უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ.

1987-1990 წლებში ჟურნალ „კრიტიკა“-ს მთავარი რედაქტორი, ხოლო 1993-1999 წლებში ჟურნალ „ნუგეშის“ მთავარი რედაქტორი. ამჟამად საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „მწერლის გაზეთი“-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კულტუროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი — სრული პროფესორი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის სახელმწიფო, ნიკო ლორთქიფანიძის, მემედ აბაშიძის, ავეთიკ ისააკიანის და სხვა პრემიები. არის „ღირსების ორდენი“-ს (1999) და „ივანე ჯავახიშვილის მედლის“ კავალერი. მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის ამაგდარი“-ს (2009) და „ქართული პროზის რაინდი“-ს წოდებები.

ერთადერთი შვილი არჩილი (1973-1993) დაეღუპა რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის ომში. ჰყავს შვილიშვილი — შიო (დაბ. 1989), ეკონომისტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://geocinema.ge//ka/persons/6750