ლენინური პრემია
ლენინური პრემია, ვ. ი. ლენინის სახელობის პრემია (რუს. Ле́нинская пре́мия) — სსრკ-ში მოქალაქეთა წახალისების ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში უთვალსაჩინოესი მიღწევებისათვის.
სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1966 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით, 2 წელიწადში ერთხელ ანიჭებდნენ 30 ლენინურ პრემიას (25 — მეცნიერებასა და ტექნიკაში, 5 — ლიტერატურაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში). 1970 წელს დამატებით დაწესდა პრემია საბავშვო ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებისათვის. თითოეული ლენინური პრემიის ოდენობა 1000 მანეთი იყო. მოქმედი დებულებით (СП СССР 1967, № 6, ст. 29) განსაზღვრული იყო იმ სახელმწიფო, საზოგადო და სამეცნიერო ორგანიზაციათა წრე, რომელთაც უფლება ჰქონდათ წარედგინათ ნაშრომი ლენინურ პრემიაზე. ლენინური პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარედგინათ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდა (საჯაროდ შესრულდა ან აიგო) კანდიდატურების წარდგენის ვადის დამთავრებამდე 1 წლით ადრე, ტექნიკური და წარმოების დარგის ნაშრომი კი — სახალხო მეურნეობაში დანერგვის შემდეგ. სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ლენინური პრემიის მინიჭების შესახებ პრესაში ქვეყნდებოდა ვ. ი. ლენინის დაბადების დღესთან დაკავშირებით. იმ პირს, რომელმაც მიიღო ლენინური პრემია, ენიჭება „ლენინური პრემიის ლაურეატის“ წოდება, გადაეცემოდა დიპლომი, საპატიო ნიშანი და მოწმობა.
საქართველოს სსრ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლენინური პრემიის ლაურეატები იყვნენ:
- 1957 — გიორგი მელიქიშვილი — კვლევებისთვის ამიერკავკასიის ხალხების ისტორიის დარგში, აღწერილია შრომებში „ნაირი-ურარტუ“ და „ურარტუს სოლისებრი წარწერები“ (1954)
- 1958 — ვახტანგ ჭაბუკიანი, ბალეტმეისტერი და მთავარი პარტიის შემსრულებელი — საბალეტო სპექტაკლისთვის „ოტელო“, დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე
- 1961 — ნიკოლოზ ანთელავა — ფილტვების დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის ორიგინალური მეთოდების შემუშავებისა და ფართო სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვისათვის
- 1962 — რევაზ გამყრელიძე — შრომების ციკლისათვის დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენება ოპტიმალური მართვის თეორიასა და რხევების თეორიაში (1956—1961)
- 1963 — ილია ვეკუა — სამეცნიერო ნაშრომისთვის „განზოგადებული ანალიტიკური ფუნქციები“ (1959)
- 1964 — ვსევოლოდ ზენკოვიჩი
- 1965 — კონსტანტინე წერეთელი „ყარაყუმჰიდრომშენი“ ტრესტის მთ. ინჟინერი — თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში ყარაყუმის არხის აგებისთვის
- 1966 — სერგო ზაქარიაძე — გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებისთვის ფილმში „ჯარისკაცის მამა“ (1964) კინოსტუდია [[[ქართული ფილმი]]ს ნაწარმოები
- 1967 — შალვა დარჯანია სათავო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთ. კონსტრუქტორის მოადგილე — ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველო“-ს შექმნისა და წარმოებაში დანეგვისათვის ჩაის ფოთლის შერჩევ��თი შეგროვების პროცესის მექანიზაციისათვის
- 1968 — არჩილ გელოვანი
- 1970 — სიმონ ვირსალაძე
- 1972 — გიორგი ძოწენიძე
- 1976 — ლეონიდე ბოკერია
- 1978 — ოთარ ღუდუშაური
- 1980 — ნოდარ დუმბაძე — რომანისთვის „მარადისობის კანონი“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 188.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 347.