შინაარსზე გადასვლა

ისანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ��ნციკლოპედია
ისანი

ისანი — ისტორიული უბანი თბილისში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. VIII-IX საუკუნეებში, არაბთა ბატონობის ხანაში, აქ გამაგრებულ დასახლება სოღდებილის მედინაში საპყრობილე იყო. IX საუკუნეში იგი ქვიტკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო არაბულად ჰისნი - ისანი (ციხესიმაგრე) უწოდეს; იგი ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იცავდა, XI-XII საუკუნეებში ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიას ისნის ველს და სოღდებილის სანახებს ეძახდნენ (შემდეგდროინდელი ავლაბარი). XII-XIII საუკუნეებში ისანში კლდეზე, მტკვრის პირას, იყო მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხთა ტაძარი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ისნის უბანი მეტეხად იწოდებოდა.