ილტოს აღკვეთილი
ილტოს აღვეთილი | |
---|---|
მდებარეობა | კახეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ახმეტა |
ფართობი | 7591 ჰა |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ილტოს აღკვეთილი – აღკვეთილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ილტოს სათავეში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1]
ილტოს აღკვეთილი 2003 წლის 22 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანია წიფლის ტყეებისა და ძვირფასი ჯიშების: ურთხელის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა. აღკვეთილის საერთო ფართობია 7591 ჰა. მდებარეობს მდ. ილტოს ხეობის ზემო წელში. აღკვეთილს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდ. ილტოსა და მდ. ივრის წყალგამყოფი კახეთის ქედი, სამხრეთიდან – მდ. კიტარისხევისა და მდ. ქაშანთხევის წყალგამყოფი და მდ. ჭირისხევის სამხრეთით მდებარე წყალგამყოფი, აღმოსავლეთიდან კი – ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.[2]
ილტოს აღკვეთილში შემორჩენილია მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. აქ დომინირებს წიფელი, შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, თელა, ბალამწარა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ტერიტორიაზე მცენარეთა მრავალფეროვნებაა. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: შველი, არჩვი, დათვი და ღორი. მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან: მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა და სხვა. ალპურ ზონაში მრავლად არიან იშვიათი და ლეშიჭამია ფრინველები: ორბი, სვავი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აღკვეთილის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
- დაცული ტერიტორიების სააგენტო:ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები[მკვდარი ბმული]