წყალწითელას ხეობა
წყალწითელას ხეობა | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | ტყიბულის მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ქუთაისი |
კოორდინატები | 42°16′40″ ჩ. გ. 42°45′22″ ა. გ. / 42.27778° ჩ. გ. 42.75611° ა. გ. |
ფართობი | 0,12 კმ² |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
წყალწითელას ხეობა — მდინარე წყალწითელას ხეობის მონაკვეთი საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. იქმნება სოფელ გოდოგნის ხიდსა და გელათს შორის მონაკვეთის 7,5 კმ-იან ზოლში,[1] ზღვის დონიდან 130–200 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს კოლხური ტყით დაფარულ, განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ მდინარე წყალწითელას კანიონისებურ ხეობას, სადაც ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სამკურნალო თვისებებს სძენს. წყალწითელაში მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა; მდინარის ნაპირებზე კი წავი და ნუტრია ბინადრობს. ზამთარში შესაძლებელია წყალმცურავი ფრინველების ნახვა, ძუძუმწოვრებიდან კი ტურა, მელა და მაჩვი გვხვდება. ხეობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისტორიული კულტურის ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი. წყალწითელას ხეობა ბუნების ძეგლია.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-20. ციტირების თარიღი: 2021-09-20.
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო | წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი